FM97.5 / LIVE

„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო

მთავარიეკონომიკა 01.02.2014
დღეიდან, 1 თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელება დაიწყო. უშუალოდ ბარათების დარიგება, ორშაბათიდან, 3 თებერვლიდან დაიწყება.

„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონიდან დაიწყება. ბარათები უკვე იბეჭდება შპს "კაბადონში". სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება 3 თებერვლიდან მარნეულის, გარდაბნის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მიზანი მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობაა. შესაბამისად, სახელმწიფო მათ ყველაზე ენერგოტევად და მნიშვნელოვან სამუშაოებში - ხვნის პროცესში ეხმარება.

პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

პროექტის დაწყებამდე მუნიციპალიტეტებში სიებს აზუსტებდნენ.გადამოწმებული სიების მიხედვით, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური), 2) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“, რომლითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ სასურველი პროდუქტი მიიღონ ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიმწოდებლისგან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
ბორჯომმა 2643 სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო
ახალციხეში ხვნის ბარათი 112 ოჯახს გადაეცა
ახალციხეში ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო
ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ