FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის

მთავარიპოლიტიკა 29.04.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირება 117 კონკურსანტიდან 40–მა გაიარა.

ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის

ახალციხის გამგეობაში ტესტირებაზე 205 კონკურსანტიდან 117 აპლიკანტი გამოცხადდა, აქედან 36 ქულაზე მეტი მხოლოდ 40 – მა კონკურსანტმა აიღო.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, კონკურსის მესამე ეტაპს, გასაუბრებას, 75 კონკურსანტი გაივლის.

„ტესტირება წარმატებით 40 – მა კონკურსანტმა გაიარა, შესაბამისად ეს აპლიკანტები გასაუბრებასაც გაივლიან. თუმცა ამას ემატებიან ის კონკურსანტები, რომლებმაც წინა ტესტირებაზე გამსვლელი ქულა აიღეს, თუმცა გასაუბრება ვერ გაიარეს. მათ წარმოადგინეს შესაბამისი ცნობა და გასაუბრებას ტესტირების გარეშე გაივლიან“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპი – გასაუბრება 1 მაისიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო. გამგეობამ 29 ვაკანსია გამოაცხადა, საკრებულომ კი 2. საბუთების მიღება 6 მარტს დასრულდა.

გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიცია. ამ ვაკანსიაზე 59 განაცხადი შევიდა. 42 განაცხადი შევიდა გამგებლის მდივნის ადგილას, 37 კი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
საკრებულოში შესული 83 განაცხადიდან, 37 შევიდა საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეცილისტის პოზიციაზე, 46 კი საორგანიზაციო საკითხებში წამყვან სპეციალისტის ვაკანსიაზე.

ახალციხის გამგეობაში ტესტირება 18 და 19 აპრილს ჩატარდა. ტესტირება ახალციხის პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში მიმდინაროებდა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის  გამგეობაში განაცხადების მიღება დასრულდა
ახალციხის გამგეობაში ტესტირება მიმდინარეობს
ახალციხის გამგეობაში ტესტირება 18 და 19 აპრილს ჩატარდება
ახალციხის გამგეობა ტესტირებისთვის ემზადება
ახალციხის გამგეობაში ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა
ახალციხის თვითმმართველობაში არსებულ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა