FM97.5 / LIVE

უდესა და არალში მოძველებულ მიკროავტობუსებზე ჩივიან

მთავარისაზოგადოება 23.03.2015
უდესა და არალში მცხოვრები მოსახლეობა უდე–ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მდგომარეობაზე ჩივის. ადგილობრივები მოძველებული ტრანსპორტის ახლით შეცვლასა და მგზავრობის ღირებულების გაიაფებას ითხოვენ. მძღოლებსა და ხაზების მფლობელ კომპანიებს კი მათი პროტესტის არ ესმით და ირწმუნებიან, რომ ტრანსპორტი მწყობრშია, გაიაფება კი შეუძლებელი.

უდესა და არალში მოძველებულ მიკროავტობუსებზე ჩივიან
ნაზი მულაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფლიდან ახალციხის მიმართულებით ყოველდღიურად მგზავრობს და ხშირად ‘მარშუტკაში’ ფეხზე დგას: „საშინელი სივიწროვე და ჭყლეტვაა. არის მარშუტკები, რომლებიც ძალიან ბინძურია, ხელის მოკიდებაც არ შეიძლება მგზავრობის დროს. ბევრჯერ გავაპროტესტეთ, მაგრამ არ ითვალისწინებენ“.

მგზავრობით უკმაყოფილოა არალში მცხოვრები მოსახლეობაც.

„დიდი სოფელია და ერთი პატარა „მარშუკტა“ არ არის საკმარისი. ხშირად გადატვირთული მიდის სოფლიდან და საფრთხის შემცველია“, – ამბობს არალში მცხოვრები ნარგიზა კაჭკაჭაშვილი.

„ვფიქრობ უფრო დიდი ავტობუსი უნდა დანიშნონ ამ ხაზზე“, – კაჭკაჭაშვილს ეთანხმება თანასოფლელი თამარ ტატალაშვილი.
უდისა და არლის მოსახლეობის გარდა, აღნიშნული ტრანსპორტით სოფლების: ზაზალოსა და წარბასთუმნის მოსახლეობაც მგზავრობს.
„წარბასთუმნიდან კილომეტრზე მეტი გვიწევს ფეხით ჩამოსვლა. „მარშუტკაში“ კი იმდენი ხალხია ხშირად ვერ მივყვებით. განსაკუთრებით ბევრი ხალხი დილის და საღამოს საათებშია“, – ამბობს წარბასთუმანში მცხოვრები ნუნუ ჯინიუზაშვილი.
უდის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, მათ მდგომარეობას არავინ ითვალისწინებს. ამიტომ, საქმეში ჟურნალისტები ჩართეს.

„მგზავრები სანამ ახალციხეში ჩავლენ, ამ დახშული ტრანსპორტით ოფლსა და სიმყრალეში იმყოფებიან, ხდება შემთხვევები, როცა მგზავრი უგონოდ გამოუყვანიათ გარეთ. იმ დროს, როცა ასეთი უჰაერობაა, არც ისაა გამორიცხული, ბევრი მგზავრთაგანი იყოს დაავადებული და ასე მჭიდროდ მდგომნი ერთი მეორის ჰაერს სუნთქავდნენ. ბაზრობაზე, რომ საქონელი გადაყავთ ძარა ახდილია სუფთა ჰაერი ისუნთქოსო. ჩვენ შემთხვევაში ამას ვინ იფიქრებს?“ – ეს ამონარიდია იმ განცხადებიდან, რომელიც სოფელ უდეს მცხოვრებლებმა „სამხრეთის კარიბჭეს“ გამოუგზავნეს. განცხადებას ხელს 26 ადამიანი აწერს.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთივე განცხადება მათ შპს „ჯეო ტივშიც“ მიიტანეს, იმ კომპანიაში, რომლის მიკროავტობუსებიც უდე–ახალციხის მარშრუტზე მუშაობს.
ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე, უდის მცხოვრებლებმა რედაქციას კიდევ ერთი წერილი გამოუგზავნეს. მასში ნათქვამია, რომ არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ადგილობრივებს მგზავრობის გაიაფებას ჰპირდებოდა, თუმცა, არაფერი შეცვლილა: „თქვენი იმედი აქვს მოსახლეობას, იქნებ თქვენმა სიტყვამ შეაგნებინოს, რომ ხალხის მოტყუება დანაშაულია და ხალხს აქვს ის მეხსიერება, რომ ნათქვამი და დაპირებები უნდა შესრულდეს“.

უდე–ახალციხის მიმართულებით შპს „ჯეო ტივისა“ და შპს „ადიგენის სატრანსპორტო საწარმოს“ „მიკროავტობუსები“ მოძრაობს. ორივე კომპანია სატრანსპორტო ბაზარზე წლებია არსებობს და ხაზებს სხვა მიმართულებითაც ფლობენ. ამ ორიდან, ერთი, შპს „ადიგენის სატრანსპორტო საწარმო“ ადიგენში ფუნქციონირებს. კომპანიის მფობელი თამაზ ძაძამიაა, რომელიც გასული წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საჯარო სამსახურში წასვლის შემდეგ, მან კომპანია შვილს, გიორგი ძაძამიას გადააბარა. ორივე კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის უკმაყოფილების არ ესმით, მგზავრობის გაიაფება კი საერთოდ გამორიცხულია.

შპს „ჯეო ტივში“ ადგილობრივების განცხადება მიიღეს. „ჯეო ტივის“ დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ ორი წლის წინ ამ მარშრუტზე ავტობუსი დანიშნა და მგზავრობის ღირებულებაც გააიაფა, თუმცა, ადგილობრივი მძღოლებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხალხი ავტობუსით მგზავრობაზე უარს აცხადებდა: „ამიტომ გადავიყვანე სხვა ხაზზე. რაც შეეხება ფასს, საწვავის გაიაფების მიუხედავად, ღირებულების შემცირება გამორიცხულია. ფასს საწვავი არ განსაზღვრავს, გარკვეულწილად არის დამოკიდებული, თუმცა აქ სხვაც ბევრი კომპონენტია: სათადარიგო ნაწილები, საბურავები, რემონტი, ტექნიკური მომსახურება“.
მგზავრობის გაიაფებას კატეგორიულად გამორიცხავენ მეორე კომპანიაშიც. გიორგი ძაძამია „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მათი სატრანსპორტო საშუალებები მწყობრშია და მხოლოდ ერთი მიკროავტობუსია მოძველებული.

კომპანიების დირექტორების მსგავსად, ადგილობრივების პროტესტი გაუგებარია მიკროავტობუსების მძღოლებისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ტრანსპორტი ყოვლ ერთ საათში მიდის და ხშირად ცარიელი მანქანით უწევთ მგზავრობა.

მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსებს სიძველე ერთი შეხედვით ეტყობა, მძღოლები არც ამას აღიარებენ.

„24 წელია ვმუშაობ და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ავტოსაგზაო შემთხვევის. შეიძლება მთალდ კომფორტული მანქანა არ იყოს, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაშია“, – ამბობს „მარშუტკის“ მძღოლი ავქსენტი ბოჩიკაშვილი და ამატებს, რომ მოსახლეობას მათი საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს: „გვერდით ვუდგავართ, არ არსებობს მძღოლი, რამე დაავალონ და არ მოემსახუროს. სოფელი დიდია, შეიძლება რამდენიმე იყოს უკმაყოფილო“.

ადგილობრივების მოთხოვნა ტრანსპორტის განახლებაზე მძღოლებს შეუძლებლად მიაჩნიათ.

„ახალი ავტობუსი 20–30 ათასი ევრო ღირს, იმის თანხას ჩემი შვილიშვილიც ვერ გადაიხდის. შემოიყვანოს სახელმწიფომ, დაგვასაქმოს, ხელფასი გადაგვიხადოს და ვიმუშავებთ, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს“, – ამბობს ალექსი თუმანიშვილი.

მძღოლებისგან განსხვავებით, კომპანიები ირწმუნებიან, რომ ტრანსპორტის განახლებას გეგმავენ.

„მიუხედავად ყველაფერისა, ვგეგმავთ ახალი ავტობუსის შეძენას, რომელსაც ექნება საბარგულები და უდის ხაზზე გავუშვებთ“, – ამბობს ნუგზარ მამუკაშვილი.
„ერთი მიკროავტობუსია მოძველებული და უახლოეს მომავალში მის შეცვლასაც ვგეგმავთ“, – ირწმუნება გიორგი ძაძამიაც.

არაერთხელ იმედგაცრულებულ ადგილობრივებს, კომპანიების მფლობელთა დაპირების ნაკლებად სჯერათ.

„მძღოლებსა და იმ პირებს, როგორიცაა: თამაზ ძაძამია და ნუგზარ მამუკაშვილი, რომლებიც კომფორტულად გადაადგილდებიან საკუთარი მანქანებით, რაში აინტერესებთ ისედაც დაღარიბებული ხალხი... კიდევ ერთხელ შევახსენებთ ზემოთ დასახელებულ ამ ტრანსპორტის მესვეურებს, მარტო ფულის აღება არ ნიშნავს მგზავრთა უსაფრთხო და წესიერ გადაადგილებას“, – ამბობენ წერილში და გამოსავალი რომ არსებობს, ამაში დარწმუნებული არიან: „ჩვენ სოფელ უდეს აქვს პრობლემა, არც თუ ისე ძნელი მოსაგვარებელი. მხოლოდ მონდომებაა იმ ადამიანებისა, ვისაც ეს ეხება“.

იხილეთ ვიდეო

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსახლეობის პროტესტის შემდეგ უდეს მიმართულებით ახალი ავტობუსი ივლის
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
პროტესტი უდესა და არალში მიკროავტობუსების გამო [Video]
ღრელში მცხოვრებლები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]
მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'