FM97.5 / LIVE

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა

მთავარიეკონომიკა 11.03.2015
რეგიონული ტურნეს ფარგლებშისამცხე–ჯავახეთს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ესტუმრა. მინისტრი ახალციხეში შპს „მექანიზატორის“ ტექნიკური აღჭურვილობით დაინტერესდა, ახალქალაქში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერა და ნინოწმინდაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გახსნა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა

სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ოთარ დანელიამ ახალციხიდან დაიწყო. ახალციხეში მინისტრი ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრს ესტუმრა. სერვისცენტრში დანელია საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკის მდგომარეობით დაინტერესდა.

„250 ჰექტრამდე მიწის ფართობი უკვე დამუშავებულია და იმედია მეტი დამუშავდება. ყველაფერი მზადყოფნაშია, პარკი ფაქტობრივად გასულია და მუშაობს ველად, ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს არანაირი შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა ახალციხეში ერთი სერვისცენტრი ფუნქციონირებს, სადაც მობილიზებულია 70 ერთეული ტექნიკა, – 66 ტრაქტორი და 4 კომბაინი. სერვისცენტრი მთელ რეგიონს ემსახურება. ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრის მენეჯერის კახაბერ ჩინჩალაძის თქმით, არსებული ტექნიკა რეგიონისთვის საკმარისია: „სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს, ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში 33 ერთეული ტექნიკა უკვე გასულია. ნინოწმინდასა და ახალქალაქში ხვნის პროცესი შეჩერებულია, რადგან იქ ჯერ თოვლი და ტალახია“.

ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია დაათვალიერა. აღნიშნულმა ლაბორატორიამ აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაცია გაიარა და ISO 17025 სერტიფიკატი მიიღო. ამ ლაბორატორიაში შესაძლებელია ვეტერინარული დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტიკა, მათ შორის ისეთი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების, როგორებიცაა: ბრუცელოზი, ჯილეხი, ფრინველის გრიპი და თურქული.

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა„ეს არის უპრეცედენტო მაგალითი, როდესაც რეგიონულ ლაბორატორიას აქვს საერთაშორისო პროფესიული დონის სერთიფიკატი. ყველა მოქალაქე შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ აქ მოტანილი ნიმუში, ცხოველის დაავადებაზე სადიაგნოსტიკოდ თუ სურსათის უვნებლობაზე შესამოწმებლად, იქნება იმ დონეზე გაკეთებული, რა დონესაც ის მიიღებდა მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში“, – ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.

მინისტრმა ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს განახლებული შენობაც დაათვალიერა.

ახალციხის შემდეგ მინისტრი ჯავახეთში გაემგზავრა. ახალქალაქში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გახსნილი საწარმოები დაათვალიერა და ნინოწმინდაში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა ახალქალაქში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მზიური ჯავახეთი“, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში აღებული 45 000 აშშ დოლარის სესხით, 2014 წლის 9 მაისს გაიხსნა. ამ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხით აშენდა ახალქალაქში ი/მ რაფაელ კაროიანის საწარმოც.

ოთარ დანელიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ალმალო-მურჯახეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტირებული ნაწილიც დაათვალიერა. ასევე მონახულა სოფელ ვაჩიანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტული ბაზა.

ახალქალაქის შემდეგ კი მინისტრი ნინოწმინდის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრს ესტუმრა. ცენტრი აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. ამ ეტაპზე ცენტრში 3 სპეციალისტი - 2 ვეტერინარი და მცენარეთა დაცვის 1 სპეციალისტი მუშაობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები, გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსი, მარიანა მორგოშია, შპს „მექანიზატორის“ დირექტორი, ზვიად ჩხაიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გაეცნენ. რეგიონში მინისტრს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე მასპინძლობდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წნისში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
ოთარ დანელიამ  კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა
შეღავათიანი აგროკრედიტით სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი საწარმო დაფინანსდა
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]
ოთარ დანელიას ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 152 სესხი გაიცა