FM97.5 / LIVE

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 152 სესხი გაიცა

მთავარიეკონომიკა 04.10.2013
რა კეთდება სამცხე-ჯავახეთში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში და რა რაოდენობის სესხი გაიცა რეგიონში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 152 სესხი გაიცა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების სამმართველოს ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მეორე და მესამე კომპონენტში 1,796,900 ლარი გაიცა. აქედან მესამე კომპონენტში გაცემულია 934,000 ლარი და მეორეში კი 862,900 ლარი.

მესამე კომპონენტში შეღავათიანი აგროკრედიტით 10-მა მეწარმემ ისარგებლა. აქედან 4 მიღებულ თანხას რძის გადამამუშავებელ საწარმოს მოახმარს, 3 მესაქონლეობას. ამავე კომპონენტში თითო-თითო სესხია გაცემული მეთევზეობაზე, მეცხვარეობასა და შერეული საქმიანობაზე.

142 სესხი გაიცა მეორე კომპონენტში. მათ შორის, 112 მესაქონლეობაზე, 13 მებოსტნეობაზე, 4 მეფუტკრეობაზე, 5 მეთევზეობაზე, 1 სასათბურე მეურნეობაზე, 1 მარცვლეულის წარმოებაზე, 5 შერეულ საქმიანობაზე, 1 მეცხვარეობაზე.

„ეს 3 ოქტომბრის მონაცემებია, სესხით სარგებლობის საშუალება კიდევ ბევრ ფერმერს ექნება. რაც შეეხება პირველ კომპონენტს ეს ჩვეულებრივ განვადებებია“, - განუმარტეს „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების სამმართველოში.

შეგახსენებთ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელსაც "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" აფინანსებს და “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” ახორციელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა. პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. იგი სამი კომპონენტისგან შედგება: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის - 0%; 2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის - არაუმეტეს 8%-ის (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით) და 3. შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%-ის (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეღავათიანი აგროკრედიტით სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი საწარმო დაფინანსდა
თიბისი ღვინის საწარმოებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს ®
ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება ®
წნისში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
ოთარ დანელიამ  კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა
ახალქალაქში, სოფელ ოკამში, საკლამახე მეურნეობა გაფართოვდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი [R]