FM97.5 / LIVE

ოთარ დანელიამ კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა

მთავარიეკონომიკა 12.03.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებულ მეფრინველეობის ფერმას ესტუმრა.

ოთარ დანელიამ  კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა
სამცხე–ჯავახეთში შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებულ მეფრინველეობის ფერმაში წარმოების პროცესს გაეცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მხარის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესტან ნოდარ კერესელიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან მარიანა მორგოშიასთან ერთად.

„ეს არის აგროკრედიტის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი. მიხარია, რომ მისი წარმოების გაორმაგებას ფიქრობენ. უახლოეს პერიოდში კიდევ ჩამოვალთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახოთ“, – განაცხადა დანელიამ.

მისი თქმით, მსგავსი საწარმოების სხვა სოფლებში გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია: „ჩვენი მხრიდან ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ამის სტიმულირება არ შეჩერდეს საქართველოში და ახალი საწარმოები გაიხსნას. პრაქტიკულად ამის პოტენციალი ყველა სოფელს აქვს. ანალოგიური საწარმოების გაკეთება შეიძლება იმ რესურსით, რასაც დღეს სახელმწიფო სთავაზობს ბიზნესს“.

„შპს მესხეთის მეფრინველეობა“ 230 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში 18,000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8 000 კვერცხის წარმოებას უზრუნველყოფს. აქ 15 ადამიანია დასაქმებული. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მეფრინველეობის ფერმა 230 ათასი ლარით სარგებლობს. პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში გაცემულია 1,577 სესხი ოდენობით 26,982,600 ლარი და 59 სესხი ოდენობით 4,310,780 აშშ დოლარი, პროექტის ფარგლებში გაიხსნა 7 ახალი საწარმო.

ოთარ დანელიამ  კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეღავათიანი აგროკრედიტით სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი საწარმო დაფინანსდა
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 152 სესხი გაიცა
წნისში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
ახალქალაქში, სოფელ ოკამში, საკლამახე მეურნეობა გაფართოვდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი [R]
ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
ოთარ დანელიამ ამბროლაურში მშენებარე ფერმა დაათვალიერა [R]