FM97.5 / LIVE

ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 19.08.2016
აგროპროექტის „დანერგემომავალი“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელნოსირისმკვიდრმა, ზაზახარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე ადგილობრივი ჯიშის თხილის სანერგე მეურნეობა გააშენა.

ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]

მეურნეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და პროეტქების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს.

ფერმერი ზაზა ხარჩილავა პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. თხილის სანერგე მეურნეობის შექმნისთვის ბენეფიციარმა განახორციელა 23 000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც ნახევარი - 11,500 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან მიიღო. 1.03 ჰა ფართობზე გაშენებულ მეურნეობაში 25600 ადგილობრივი ჯიშის (ანაკლიური)თხილის ნერგია გამოყვანილი.

ამ ეტაპზე, სამეგრელო სრეგიონში აგროპროექტის „დანერგემომავალი“ ფარგლებში 2 სანერგე მეურნეობაა დაფინანსებული.

ქვეყნის მასშტაბით, პროექტის ფარგლებში ხეხილის ახალი ბაღები 1,478 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,5 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგრო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონში ახალი თხილის ბაღი დაათვალიერა [R]
სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა [R]
აჭარაში პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს შეხვდნენ
ბოლო ორი წლის განმავლობაში,  მრავალწლოვანი კულტურების ფართობები 24 ათასი ჰექტარით გაიზარდა [R]
საქართველოში ესპანური კომპანიების -  Dereza Iberico და Provedo  ინიციატივით სანერგე მეურნეობა  მოეწყობა [R]