FM97.5 / LIVE

სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია 16 მარტს იწყება

მთავარიპოლიტიკა 09.03.2015
2015 წლის 16 მარტიდან, სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები www. stajireba.gov.ge–ზე უნდა დარეგისტრირდნენ.

სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია 16 მარტს იწყება

საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ.

სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლიდან დაიწყო. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ.

2014 წლის სექტემბერში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1351 სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. ამათგან, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა წარმატებით დაასრულა 908 სტუდენტმა.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლის შემდგომ, სტაჟირების ადგილზე - სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, შრომითი ხელშეკრულებით 49 სტაჟიორი დასაქმდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო
საფეხური: სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის [Audio]
წარმატებული სტუდენტები ახალციხის თემის თვითმმართველობაში სტაჟირებას გაივლიან
წარჩინებული სტუდენტები ახალციხის მერიაში სტაჟირებას გაივლიან
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას აცხადებს
არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება