FM97.5 / LIVE

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 08.10.2018
"1+4 საგანმანათლებლო პროგრამის" მონაწილეებს შეეძლებათ, სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა საჯარო სამსახურებში ერთიდან ექვს თვემდე სტაჟირება გაიარონ.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

მსურველებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ახალციხის უნივერსიტეტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა გააცნეს.

„პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და ეს უკვე მეორე მიღებაა. გაზაფხულის სესიაში 87 ადამიანი მონაწილეობდა. ვფიქრობთ, ეს ეთნიკური უმცირესობისთვის საზოგადოებაში სრული ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა. გვაქვს ისეთი წარმატებული შემთხვევებიც, როდესაც სტაჟირების პროგრამის მონაწილეები შემდეგ სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულან,“ – ამბობს ელისო ლომიძე, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.

„ერთი წელი ქართულს ვსწავლობდი, შემდეგ პირველკურსელი გავხდი და ახლა სტაჟირების პროგრამაში მინდა მონაწილეობა. სოფელ დამალადან ვარ. ექვსი–შვიდი წლის წინ ყველა ერევანში მიდოდა სასწავლებლად, მას შემდეგ რაც „1+4“ პროგრამა გამოჩნდა, უმეტესად საქართველოში სწავლობენ, – გვეუბნება სამართლის მესამე კურსის სტუდენტი ესტელა ბაბოიანი.

ასია ანტონიანი, ახალციხის უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების მეოთხე კურსის სტუდენტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხარულადანაა. სტაჟირების პროგრამა მისთვისაც დასაქმების კარგი საშუალებაა, – „ერთხელ უკვე ვიყავი ამ პროგრამის მონაწილე, ერთ–ერთ სკოლაში, ძირითადად ადმინისტრაციულ საკითხებს ვაგვარებდი დირექტორთან ერთად. ამაში „1+4“ პროგრამა დამეხმარა“.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა განაცხადის ფორმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ. სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე 500 სტუდენტზეა გათვლილი.

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 2010 წელს დაიწყო. მონაწილე სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენის კურსს გადის, შემდეგ კი 4 წელი ბაკალავრიატზე სწავლობს. სწორედ ამის გამო უწოდებენ პროგრამას „1+4“-ს.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური: სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის [Audio]
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია 16 მარტს იწყება
არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას აცხადებს
1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება