FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 07.03.2015
7 მარტს, ახალციხეში, სასკოლო ფოტოკონკურსის „ფოტოსინთეზის“ რეგიონული ტური შედგა. რეგიონის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების 34 ფოტოს შორის, ეროვნული კონკურსისთვის სამი საუკეთესო შეირჩა.

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს

კონკურსი პროექტის “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე საუკეთესო ფოტოები სკოლებმა შეარჩიეს. ნახევარფინალი კი ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

კონკურსზე წარმოდგენილი 34 ნამუშევრიდან, ერთი, მესამე ადგილის მფლობელი ფოტო, ფეისბუქის ლაიქების საშუალებით გამოვლინდა, ორი კი სპეციალურმა, 9–წევრიანმა ჟიურიმ შეარჩია.

პირველი ადგილი აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ სააკიანს ერგო. მეორე ადგილი ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს შაქრო მურმანიშვილს, ლაიქებით გამარჯვებული კი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე ამირან ჯანაშვილი გახდა.

სამივე გამარჯვებული პროექტის ავტორებმა და მხარდამჭერებმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. სპეციალური პრიზი ჰქონდა „სამხრეთის კარიბჭესაც“, რომელიც ამ პროექტის მხარდამჭერი და ჟიურის წევრი იყო. „სამხრეთის კარიბჭესგან“ ფულადი ჯილდო, 100 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულ შაქრო მურმანიშვილს ერგო.

სამივე გამარჯვებული ფოტო მონაწილეობას მიიღებს უკვე ეროვნული დონის ფოტოკონკურსში, რომელიც 21 მარტს თბილისში გაიმართება. თბილისში სამივე გამარჯვებული, სხვა რეგიონის გამარჯვებულებთან ერთად, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ფოტოკონკურსს ახორციელებდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსში ჩაება საქართველოს 10 რეგიონში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 21 საჯარო სკოლა.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ფოტოგამოფენის მხარდამჭერები იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები:
1. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (სია)
2. დემოკრატ მესხთა კავშირი
3. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
4. რეგიონული დამოუკიდებელი გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე"
5. ბორჯომის ტელევიზია

მათი ფავორიტი ფოტოს ავტორები სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა ფოტო გამოფენის მხარდამჭერმა ხუთივე ორგანიზაციამ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცნობილია ‘ფოტო სინთეზის’ გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
‘ფოტოსინთეზი 2016’ –ის ლაიქების გამარჯვებული ახალციხელი მოსწავლეა
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის