FM97.5 / LIVE

ცნობილია ‘ფოტო სინთეზის’ გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისაზოგადოება 04.03.2016
ვინ გახდა კონკურს „ფოტო სინთეზის“ გამარჯვებული სამცხე–ჯავახეთის რეგიონში.

ცნობილია ‘ფოტო სინთეზის’ გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

გუშინ , 3 მარტს ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კონკურს ,,ფოტო სინთეზში’’ იმერეთის, რაჟა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სასკოლო ტურის გამარჯვებული მოსწავლეების ფოტო გამოფენა გაიმართა .

სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან გამოფენაში 24 მოსწავლე მონაწილეობდა: 12 ახალციხის მუნიციპალიტეტიდან, 5 ასპინძის მუნიციპალიტეტიდან, 3 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან, 2 ბორჯომიდან და თითო – თითო ადიგენისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან.

რეგიონულ გამოფენაზე სამცხე-ჯავახეთიდან 3 გამარჯვებული შეარჩიეს:

I ადგილი - გიორგი ტაბატაძე, ახალციხის N5 საჯარო სკოლა
II ადგილი - თამთა კაპანაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ტყემლანის საჯარო სკოლა
III ადგილი - მარიამ მაღრაძე, ასპინძის საჯარო სკოლა

ეს სამი მოსწავლე იბრძოლებს ნიკო კეცხოველის I, II და III პრემიის მოსაპოვებლად 21 მარტს თბილისში. ეროვნული დონის გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა დანარჩენი რეგიონის სამ-სამი წარმომადგენელიც.

რაც შეეხება სკოლების სტენდების კონკურსს, სამცხე–ჯავახეთიდან სტენდი მხოლოდ გორელოვკის N 3 საჯარო სკოლამ წარადგინა და ავტომატურად, ის გახდა რეგიონის გამარჯვებული.

გამოფენის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერთიფიკატები, პრიზები და ფასიანი საჩუქრები.

ფოტოკონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

ფოტოკონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.

ცნობილია ‘ფოტო სინთეზის’ გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

ცნობილია ‘ფოტო სინთეზის’ გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა
‘საქართველოს ეტალონი მოსწავლის’ ტიტულის პრეტენდენტები სამცხე–ჯავახეთიდან
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა