FM97.5 / LIVE

სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 18.02.2018
24 თებერვლიდან, საქართველოში "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018"-ის რეგიონული თამაშები იწყება. მასში სამცხე–ჯავახეთის სკოლები ჩაერთვებიან.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

სასკოლო სპორტლი ოლიმპიადის სამზადისსა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების კულტურისა და სპორტის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ თამაშებს, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, ქალაქი ახალციხე უმასპინძლებს.

ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მეოთხე წელია ტარდება. წელს მასში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ზონალური თამაშები მაისში გაიმართება, ივნისის ბოლოს კი ოლიმპიადის ფინალურ თამაშებში საქართველოს ჩემპიონები გამოავლინდებიან.

ფინალისტები 2018 წლის ჩემპიონის სტატუსს მოიპოვებენ,რომლებიც მომავალი 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან და 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზურისათვის იბრძოლებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020 იწყება
მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა
სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ