FM97.5 / LIVE

2014 წლის 'იმედის გმირი' სამცხე – ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მთავარისაზოგადოება 24.02.2015
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალი თაობის“ ფარგლებში, სამცხე – ჯავახეთის სკოლის მოსწავლეები, იმედის გმირს, მინდია შაინიძეს შეხვდნენ.

2014 წლის 'იმედის გმირი' სამცხე – ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მინდია შაინიძესთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით დაიგეგმა.

შეხვედრას ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომელბიც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალი თაობის“ მონაწილეები არიან.

როგორც „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე ამბობს, აღნიშნული პროგრამის ერთ – ერთი მიმართულებაა ახალგაზრდების შეხვედრა ისეთ ადამიანებთან, რომელთა ცხოვრებაც მათთვის მაგალითი იქნება.

„როგორც ჩვენი, ისე ახალგაზრდების სურვილი იყო, რომ შევხვედროდით იმედის გმირს მიდნია შაინიძეს. ეს ახალგაზრდა წლების წინ იყო ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრი და აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა მოუსმინონ მას და მისი ცხოვრების მაგალითი აქციონ საკუთარი ცხოვრების მაგალითად“, – ამბობს მაკა სუდაძე.

ახალგაზრდებმა მინდია შაინიძის შესახებ ტელეკომპანია იმედის მოზმზადებულ ფილმ უყურეს, შემდეგ კი შეკითხვები დაუსვეს.

„მე შევეცადე ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ბავშვებისთვის. მზად ვარ, შეძლებისდაგვარად ყველას დავეხმარო“, – ამბობს მინდია შაინიძე.

შეგახსენებთ, რომ „იმედის გმირი“ 2014 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის მცხოვრები, 19 წლის მოჭიდავე მინდია შაინიძე გახდა. მას ორი წელია საკუთარ სახლში გახსნილი აქვს სავარჯიშო დარბაზი და სამი სოფლის 45 ბავშვს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ავარჯიშებს. იგი თავის სახსრებით ყიდულობს მოსწავლეებისთვის ფორმებს და დაჰყავს შეჯიბრებებზე, სადაც არა ერთ წარმატებას მიაღწიეს.

გარდა ამისა მინდია შაინიძე იმ ბავშვებს, რომლებსაც ჭიდაობაში ავარჯიშებს სკოლის საგნებშიც უსასყიდლოდ ამეცადინებს.

2014 წლის 'იმედის გმირი' სამცხე – ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'იმედის გმირი' ადიგენის მცხოვრები მინდია შაინიძე გახდა [Video]
„იმედის გმირი“ ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად დახმარებას ითხოვს
ადიგენელი მოჭიდავე მინდია შაინიძე  [Video]
სტუმრად ვაკოსთან: 22 წლის, ქველმოქმედი მასწავლებელი [Video]
ადიგენში საგანმანათლებლო–სპორტული ცენტრი შენდება
სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში