FM97.5 / LIVE

სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.05.2017
ტექნიკური საგნების, ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ასევე ბიბლიოთეკა და თავისუფალი სტილით ჭიდაობის წრე –ადიგენელი ახალგაზრდებისთვის ახალი ცენტრი გაიხსნა.

სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა

ადიგენის სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი დღეს, 6 მაისს, გაიხსნა. ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მთის განვითარებისთვის“ დამფუძნებლების, მინდია შაინიძისა და ბესარიონ შენგელიას ინიციატივით აშენდა.

სოფელ ზანავის ცენტრში 210 კვ.მ–ის ფართობის ტერიტორია მინდია შაინიძეს თანასოფლელმა უსასყიდლოდ გადასცა. შენობაში საჭიდაო დარბაზი და ერთი ოთახია. აქ ადგილობრივი ახალგაზრდები თავისუფალი სტილით ჭიდაობას შეისწავლიან, ასევე ტექნიკურ საგნების, ინგლისურსა და კომპიუტერის კურსებზე უფასოდ გადაემზადებიან.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მინდია შაინიძე განმარტავს, ახალგაზრდებს თავისუფალი სტილით ჭიდაობას თავად შეასწავლის. ინგლისურის, ტექნიკური საგნებისა და კომპიუტერის კურსების შესასწავლად კი სხვა პედაგოგებს შეარჩევს.

ზანავის კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრით სარგებლობა ადგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელს შეეძლება. ხელმძღვანელების თქმით, ცენტრში მოსწავლეების სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად შეხვედრები და დისკუსიებიც მოეწყობა.

„ადიგენში სხვასხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ და ეს, არის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებას. ეს, ცენტრი მოემსახურება ადიგენის ყველა სოფლის წარმომადგენელს, ვისაც სურვილი ექნება“–გვითხრა მწვრთნელმა და ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია შაინიძემ.

გარდა ამისა, მოეწყობა ბიბლიოთეკა, სადაც მსურველებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის წაკითხვა შეეძლებათ. ამისთვის ცენტრს, საჩუქრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბილიოთეკამ 150–მდე წიგნი გადასცა.

„ამ ტიპის შენობებზე, მითუმეტეს მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ სივრცეში, დგას სახელმწიფოებრიობა. აქ ახალგაზრდები მიიღებენ სპორტულ თუ კულტურულ განათლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“–განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, რომელიც ზანავში ღონისძიებას დაესწრო. მისივე თქმით, გარდა წიგნებისა, ეროვნული ბიბლიოთეკა ცენტრს კომპიუტერებსაც შეუძენს.

სოფელ ზანავში, კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის გახსნას, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც ცენტრის მშენებლობასა და ინვენტარით აღჭურვაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ, ორგანიზაცია „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ წარმომადგენლები. მათ ცენტრის მშეენებლობა 50 000 ლარით დააფინანსეს.

„ჩვენ თვადაპირველად შევხვდით ადგილობრივებს და შევიტყვეთ, რომ აქაურ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ ისეთი დაწესებულებები, რითაც შეძლებდნენ მიეღოთ დამატებითი განათლება. ამიტომ, გადვწყვიტეთ ცენტრის მშენებლობაში, ჩვენი წვლილიც შეგვეტანა. ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ–კულტურულ თუ საგანმანათლებლო პროგრამებში,რაც სამოქალაქო განათლებისათვის მნიშვნელოვანია“–განაცხადა „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ქეროლაინ რაისმა.

კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის მშენებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც მისი ხელმძღვანელი მინდია შაინიძე აცხადებს, კერძო ბიზნესმენებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ცენტრის მშენებლობა და ინვენტარით აღჭურვა სულ 100 ათასი ლარი დაჯდა.

წლების განმავლობაში, მინდია შაინიძე ადიგენის 5 სოფლის 30–მდე მოზარდს საკუთარ სახლში, ჭიდაობას უსასყიდლოდ ასწავლიდა.
სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა

სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა

სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა


[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საგანმანათლებლო–სპორტული ცენტრი შენდება
ადიგენელი მოჭიდავე მინდია შაინიძე  [Video]
'იმედის გმირი' ადიგენის მცხოვრები მინდია შაინიძე გახდა [Video]
ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა
სტუმრად ვაკოსთან: 22 წლის, ქველმოქმედი მასწავლებელი [Video]
თაობა მაXიმუმი: ევროპის  ჩემპიონი [Vide]
2014 წლის 'იმედის გმირი' სამცხე – ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა