FM97.5 / LIVE

„იმედის გმირი“ ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად დახმარებას ითხოვს

მთავარისაზოგადოება 20.04.2015
2014 წლის „იმედის გმირი“ მინდია შაინიძე გამარჯვებისთვის მიღებულ პრემიას, 5000 ლარს სოფელ ზანავში ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად გამოიყენებს. თუმცა, აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის, ამიტომ „იმედის გმირი“ დახმარებას ითხოვს.

„იმედის გმირი“ ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად დახმარებას ითხოვსმინდია შაინიძე რამდენიმე წელია ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჭიდაობაში, საკუთარ სახლში მოწყობილ დარბაზში უსასყიდლოდ ავარჯიშებს. ამ ეტაპზე ჭიდაობაში 50 – მდე ბავშვი ვარჯიშობს. მინდია შაინიძის თქმით, ვარჯიშის სურვილი უფრო მეტ ბავშვს აქვს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ სოფელში ჭიდაობის დარბაზი ააშენოს, სადაც ვარჯიშს 6 სოფლის ახალგაზრდები შეძლებენ.

„განაპირა სოფელში ვცხოვრობ, რის გამოც პატარა ბავშვები ჩემთან სიარულს ვერ ახერხებენ. ჭიდაობაში ვარჯიშის სურვილი კიდევ 100 – მდე ბავშვს აქვს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დარბაზი ბავშვებისთვის მოსახერხებელ ადგილზე ავაშენო, – ამბობს მინდია შაინიძე და ამატებს, რომ სანამ მიწას იყიდიდა, მან დახმარებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა:"შენობისთვის მიწის ყიდვა ისევ ზანავში ოღონდ სხვა ტერიტორიაზე მინდოდა, რომელიც სკოლასთან კიდევ უფრო ახლოს იქნებოდა. გამგეობაში მითხრეს, რომ მიწის ყიდვაში ვერ დამეხმარებოდნენ, ალტერნატიული ფართის მოძებნა მირჩიეს და განათლების სამინისტროში გადამამისამართეს. სამინისტრომაც უარი მითხრა“.

მისი თქმით, გამგეობა ამ საკითხით არ დაინტერესდა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ მას აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეყიდა: „გამგეობა მართლა რომ დაინტერესებულიყო, განათლების სამინისტროსთან მიშუამდგომლებდა და მიწის შეძენა პრობლემა არ იქნებოდა“, – ამბობს შაინიძე.

მან საკუთარი სახსრებით სოფელ ზანავში მიწის ფართობი მაინც იყიდა და 2014 წელს „იმედის გმირებში“ გამარჯვებისთვის მიღებულ 5000 ლარს 100 – 150 ბავშვზე გათვლილი დარბაზის ასაშენებლად გამოიყენებს. მისი თქმით, აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის.

„მოგეხსენებათ ჭიდაობის დარბაზისთვის ბევრი დეტალია საჭირო, გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას ვისაც შეუძლია დახმარება ვთხოვ, რომ გვედრში დამიდგნენ“, – ამბობს შაინიძე.

მას ანგარიშის ნომერი აქვს გახსნილი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოს ადიგენის მუნიციპალიტეტში ჭიდაობის დარბაზის მშენებლობაში.

პრივატბანკი GE16TP5377645001908124 USD
GE91TP5377645001908132 GEL

მინდია შაინიძე გამარჯვებისთვის მიღებული თანხის ჩარიცხვას ელოდება, რის შემდეგაც დარბაზის მშენებლობა დაიწყება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'იმედის გმირი' ადიგენის მცხოვრები მინდია შაინიძე გახდა [Video]
2014 წლის 'იმედის გმირი' სამცხე – ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
ადიგენში საგანმანათლებლო–სპორტული ცენტრი შენდება
ადიგენელი მოჭიდავე მინდია შაინიძე  [Video]
სოფელ ზანავში კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა
სტუმრად ვაკოსთან: 22 წლის, ქველმოქმედი მასწავლებელი [Video]
თაობა მაXიმუმი: ევროპის  ჩემპიონი [Vide]