FM97.5 / LIVE

ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა

მთავარისამართალი 31.08.2014
მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სამსახურის უფროსს დავით კუბლაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
სასამამრთლო პროცესი დღეს, 31 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სხდომა 9:00 საათზე დაიწყო და 15 წუთში დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში სასამართლოსთან დაახლოებით 40-მდე სამართალდამცავი და ათამდე პოლიციის პიკაპი იდგა.

პროცესს ბრალდებულის ახლობლები არ ესწრებოდნენ. მას არც დაქირავებული ადვოკატი ჰყავდა. კუბლაშვილს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ტარიელ ბალაბანაშვილი იცავდა.

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე იშუამდგომლა. მას დაეთანხმა დაცვის მხარე.
„თანახმა ვარ“, - განაცხადა ბრალდებულმა დავით კუბლაშვილმა სასამართლო დარბაზში.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ადგილზე თათბირით პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
წინა სასამართო სხდომა 20 ოქტომბერს 14 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სოფელ იმერთუბანში (ყარათუბანში) მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია, რომელიც შსს–მ ცხელ კვალზე დააკავა.

ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა

ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში
ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დაიწყო
იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა