FM97.5 / LIVE

რატომ იდება სასამართლო, დავიღალეთ! – სამი მოკლული ახალგაზრდის დედა სამართლის ძიებაში [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 23.02.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ყარათუბანში, 28 აგვისტოს ღამეს სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის წინა სასამართლო სხდომის გადადებას, გარდაცვლილი ახალგაზრდების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. გარდაცვლილის მშობლები ბრალდებულის სახლის გადაწვით იმუქრებიან.

რატომ იდება სასამართლო, დავიღალეთ! – სამი მოკლული ახალგაზრდის დედა სამართლის ძიებაში [Video]

გარდაცვლილების დედები პროკურორთან შეხვედრას და იმის ახსნას ითხოვდნენ, რატომ გადაიდო პროცესი.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს, დღეს, 23 თებერვალს, სოფელ ყარათუბანში, 2014 წლის 28 აგვისტოს მომხდარ, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე, წინა სასამართლო სხდომა უნდა გაემართა. თუმცა, პროცესი ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. სხდომაზე მოსამართლემ გამოაცხადა, რომ სასამართლოში წარდგენილია სამედიცნო ცნობა, რომლის მიხედვით, ბრალდებულს აქვს ჰიპერტონული კრიზისი.



შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სოფელ ყარათუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს.

მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 31 აგვისტოს კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მომხდარიდან მალევე, გარდაცვლილების ახლობლების მოთხოვნით, ბრალდებულის ოჯახი სოფლიდან გაასახლეს.

კუბლაშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2014 წლის 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, საქმის განხილვა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ დაიწყო. პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის, კუბლაშვილის ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დაიწყო
დაპირისპირება ახალციხის სასამართლოსთან – მოკლული ახალგაზრდების დედები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
რაღა გახდა ამათი სასამართლო, ფულია ყველაფერი–მოკლული სამი ახალგაზრდის დედა აქციებით იმუქრება [Photo]
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფო ადვოკატიც დაიცავს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები ვერ დაკითხეს