FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის საქმეზე დაკითხულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისამართალი 21.08.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის დაწვის საქმეზე ერთ–ერთი დაკითხულის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის საქმეზე დაკითხულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
დღეს, 21 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის დაწვის საქმეზე დაკითხული ვიქტორ მ. – ს სასამართლო პროცესი გაიმართა.

ვიქტორ მ. ერთ–ერთია იმ ოთხ პიროვნებას შორის, რომელებიც აღნიშნულ საქმეზე ბორჯომის პოლიციაში დაკითხეს. მათი დაკითვის დასრულების შემდეგ კი პოლიციაში ვიქტორ მ.–ს მეუღლე დაიბარეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, მეუღლის დაკითხვას ვიქტორ მ. არ დაასწრეს, რასაც მისი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, ვიქტორ მ. ბორჯომის პოლიციაში ყვირილით შევიდა და პოლიციელებზე ზეწოლა განახორციელა. კერძოდ, პოლიციის ორი თანამშრომელი სცემა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა. გარდა ამისა, მან ერთ–ერთს პოლიციის ფორმა შემოახია.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ვიქტორ მ.–სთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა იმ მოტოვით, რომ თუ ბრალდებულს სასამართლო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს, არ არის გამორიცხული, რომ მან პოლიციელებზე ზეწოლა კვლავ განახორციელოს.

ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ჩიტაძემ კი სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ვიქტორ მ.–ს სახლში მეუღლე, 4 თვის შვილი, უმუშევარი დედა და ავადმყოფი ბებია ჰყავს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ბრალდებულისთვის გირაოს სახით 3 000 ლარის შეეფარდება მოითხოვა.

თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ვიქტორ მ.–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ბრალდებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა: „გირაოს შეფარდების შემხვევაში ვიქტორ მ. გამოძიებას ხელს არ შეუშლიდა. ასევე შეიძლებოდა, რომ მოსამართლეს მისი წარსული გაეთვალისწინებინა, რადგან იგი ნასამართლევი არაა“.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ვიქტორ მ.–სთან ერთად დაკითხული ირაკლი კვირკველია, ორგანიზაცია „ფონდი ჩვენი ბორჯომისთვის" წარმომადგენელი. როგორც კვირკველიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვიქტორ მ. სამართალდაცველებმა სცემეს: „როგორც თვითონ მითხრა, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა ხელზე სიგარეტი ჩააწვეს, ფეხზე და ხელზე ნაიარები აქვს, დაკითხვიდან, რომ გამოვიდა ასე მითხრა, მაგრად მცემესო“.

შეგახსემებთ, რომ 19 აგვისტოს, ღამით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა მისივე ეზოში დაიწვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 188–ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. მომხდარზე რამდენიმე მოქალაქე დაკითხეს, მათ შორის ერთ–ერთი ვიქტორ მ., რომელიც მოგვიანებით პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს
საკრებულოს თავმჯდომარის დამწვარი მანქანა და მოქალაქე სამართალდამცველების წინააღმდეგ
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა