FM97.5 / LIVE
დაჭრაში ბრალდებული და რა შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ.">

ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

მთავარისამართალი 25.07.2014
აღიარებს თუ არა დანაშაულს ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული და რა შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ.

ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
დღეს, 25 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში 37 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული 20 წლის ბ.ხ-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმსჯელეს.

პროკურორ მამუკა ქომოშვილის განცხადებით, ბრალდებულმა, 22 ივლისს, კოსტავას ქუჩაზე, მამაკაცს 12 ჭრილობა მიაყენა, მან ეს განზრახ ჩაიდინა. ამიტომ ქომოშვილმა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით მოითხოვა და გირაოს ოდენობად 10 000 ლარი დაასახელა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება მიიმალოს. ამასთან ბრალდებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს“, - განაცხადა ქომოშვილმა

არ დაეთანხმა ბრალმდებელს ბ.ხ-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე. მისი თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში აშკარად ჩანს თუ როგორ ცდილობდა დაზარალებული ბრალდებულის ტოტალიზატორ „კრისტალ ბეთიდან“ გამოყვანას, ამიტომ იმის მტკიცება, რომ ბრალდებულმა დანაშაული განზრახ ჩაიდინა, დაუშვებელია. მისივე თქმით, იგივეს ყვებიან დაკითხული მოწმეები, რაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს.

ბარძიმაძის განცხადებით, არც ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან იგი, მაშინ როცა დააკავეს, არსად გარბოდა: „სახლში მიდიოდა და მიმალვა არც უცდია“.

რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ადვოკატი ამბობს, რომ ოჯახს ეკონომოიურად მისი დაფარვის საშუალება არ აქვს: „ამიტომ ვშუამდგომლობ, დავტოვოთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ან შეეფარდოს გაუსვლელობა, პოლიციაში გამოცხადდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დამატებით ღონისძიების სახით ჩამოვართვათ პირადობა“.

მოსამართლე გია ბერაიამ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ოღონდ ნაწილობრივ. ბრალდებულს პატიმრობა გირაოს, 4 000 ლარის, უზრუნველყოფით შეეფარდა და გადახდის ვადად 40 დღე განესაზღვრა.

„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მან ამ გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა ის გარემოება, შეუძლია თუ არა ოჯახს 4 000 ლარის უზრუნველყოფა“, - განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბარძიმაძემ.

წინა სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი ნახეს. მომხდარს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ჯერ ბრალი არ წარდგენია
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
ბრალდებულს, რომელიც  სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა