FM97.5 / LIVE

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ

მთავარისამართალი 17.10.2015
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს 50–50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებენ. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ

ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 17 ოქტომბერს, ბესიკ ხ–ს, ნიკოლოზ ლ–ს, ლევან კ–სა და ირაკლი დ–ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურორმა ელიზავეტა დურგლიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად ოთხივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ბრალდების მხარის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები თავისუფლებაში აღმოჩნდებოდნენ, შესაძლოა იმ დასაკითხ მოწმეებზე, რომელთა ვინაობასაც გამოძიება ჯერ კიდევ ადგენს, ზეგავლენა მოეხდინათ.

პროკურორის განცხადებით, დაპირისპირებისას სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა ვაჟა გათაშვილმა, ალექსანდრე გელაშვილმა და არჩილ ბაცანაძემ, ასევე, სამსახურის ფორმა დაუზინდა გათაშვილს. ეს მას შემდეგ, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაუკითხავად უკანა სავარძელში ჩაუსხდნენ და სამართალდამცავებს ცუდად მყოფი მეგობრის საავადმყოფოში გადაყვანა სთხოვეს: „რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. ასევე თანამშრომლებმა ვითარებაში გარკვევა სცადეს, ამას კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფების მხრიდან აგრესია მოჰყვა“.

პროკურორის განცხადებით, ოთხი დაკავებულიდან ორი: ბესიკ ხ. და ნიკოლოზ ლ. წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არიან ნასამართლევები. ასევე, ბესიკ ხ–ს ბრალი სხვა განზრახი კატეგორიის დანაშაულის ჩადენაშიც ედებოდა და ჯარიმა ამ დრომდე გადასახდელი აქვს.

არ დაეთანხმნენ პროკურორს დაცვის მხარის წარმომადგენლები. ბრალდებულების ადვოაკტების განცხადებით, წარდგენილი ბრალი ძალიან მძიმეა და ეს რეალურად არა სისხლის სამართლის საქმე, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტია. ადვოკატების მტკიცებით, ოთხიდან ერთ–ერთი მართლაც ცუდად იყო და მეგობრები მის დახმარებას ცდილობდნენ. მათ სასწრაფოშიც კი დარეკეს და ეს შეტყობინება დაფიქსირებულია.

„აქ ჯერ ისაა გასარკვევი, პოლიციელები ნასვამების პროვოცირებას ხომ არ ცდილობდნენ, რაც ძალიან მარტივია. გარდა ამისა, პროკურორი ამბობს, მოწმეებზე მოახდენენ ზეწოლასო, მთელ საქმეში ყველა მოწმე პოლიციის თანამშრომელია, მათ გარდა სხვა მოწმე ერთადერთი ქალია. პოლიციელებს ხომ არ მიუვარდებიან?! ამიტომ ეს აბსურდია“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა და დაამატა, რომ არსებობს ჩანაწერები, რომლებიც სასამართლოს საქმის არსის გარკვევაში დაეხმარება.

"რაც შეეხება ორი ბრალდებულის წარსულში ნასამართლევობას, ნიკოლოზ ლ.–ს უკვე გაქარწყლებული აქვს. „ბესიკ ხ.–ს კი, როგორც ვიცი, ჯარიმა დაფარული აქვს. ასეც რომ არ იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატომრობაში უნდა დარჩეს“, – განაცხადა სამარჯიშვილმა.

პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებული ბესიკ ხ.–ს დედამ დაადასტურა, რომ ჯარიმა მართლაც გადასახდელია, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია იმის გამო, რომ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭა: „მოვიდნენ და წაიღონ, რაც არაფერი მაქვს, რას წაიღებენ?!“

დაცვის მხარემ ყველა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაო, თითოზე 40 ათასი ლარი ითხოვა. მათი განცხადებით, ამ თანხას ბრალდებულები თავიანთი და ნათესავების უძრავი ქონების ჩადებით უზრუნველყოფენ.

ადვოკატებს დაეთანხმნენ ბრალდებულები. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრლას არ აღიარებს.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებულებს აღკვეთს ღონისძიებად გირაო, თითოს 50 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ. წინა სასამართლო სხდომა კი 8 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ახალგაზრდა ახალციხეში, 15 ოქტომბერს ღამით, თამარაშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ბრლადებით დააკავეს. მათ პროკურატურა სსკ–ის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7–დან 11 წლამდე.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ოთხი ახალგაზრდიდან ორი საპატიმროში შეაბრუნეს
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება
ახალციხეში ოთხი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
ახალციხის სასამართლოში ბრალდებული ცუდად გახდა
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 3000–3000 ლარი შეეფარდათ
TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ