FM97.5 / LIVE

ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა დადასტურდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.03.2015
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ იაძის ქუჩაზე მდებარე წყაროს წყალი გადადუღების გარეშე არ გამოიყენონ, რადგან მასში დარღვეულია მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი და შესაბამისად, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის (სეა) ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა გაავრცელა, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სათანადო წესით აიღეს სასმელი წყლის ორი სინჯი და შესაბამის მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ახალციხის #3 ბაგა-ბაღიდან აღებულ სასმელი წყლის სინჯში დარღვევა არ აღმოჩნდა, ხოლო მარდის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, წყაროდან აღებულ წყლის სინჯში კვლევამ დაადასტურა საერთო კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა.

შეგახსენებთ, ე.წ „თვალის წყალს“ ყოველდღიურად მოიხმარენ ვაჟა–ფშაველასა და იაძის ქუჩის მცხოვრებლები. გარდა ამისა წყაროთი სარგებლობს ამ ქუჩაზე გამვლელი მოსახლეობა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია
ბოლაჯურის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხისა და ადიგენის რამდენიმე სოფელსა და ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე წყალი სასმელად უვარგისია
ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია
მესხეთის ქუჩაზე  სასმელი წყლის სინჯები აიღეს
ვარგისია თუ არა სასმელი წყალი ახალციხეში [Video]