FM97.5 / LIVE

დეპუტატი საკრებულოს წინააღმდეგ–სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაიწყო

მთავარისამართალი 10.02.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, შალვა გოგოლაძის საქმეში, იურიდიული კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე გელა პეტაშვილი ჩაერთვება.

დეპუტატი საკრებულოს წინააღმდეგ–სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაიწყო

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ახალციხის საკრებულოს დეპუტატის შალვა გოგოლაძის საქმეზე გამართული პირველი სასამართლო სხდომა სწორედ ამ მიზეზით გადაიდო. მას შემდეგ, რაც გოგოლაძე თანამდებობიდან გადააყენეს, მის ადგილზე საკრებულოს დეპუტატი გელა პეტაშვილი დაინიშნა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის განმარტებით, რადგან პეტაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხება, ადმინისტრაციული კოდექსი მოითხოვს, რომ იგი გოგოლაძის პროცესში ჩაერთოს და შესაგებელი მოამზადოს.

შალვა გოგოლაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს. გოგოლაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სწორედ ამ განკარგულების საფუძველზე გაათავისუფლეს. ასევე, სასარჩელო მოთხოვნაში გოგოლაძე, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკრებულოს წევრების მხრიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და მათ შორის „სამხრეთის კარიბჭეს“ მეშვეობით, საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

თუმცა დღეს, მისი ინტერესების დამცველმა, „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ წარმომადგენელმა ანზორ ხატიაშვილმა სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და განაცხადა, რომ საჯაროდ ბოდიშის მოხდას აღარ ითხოვენ და იმ შემთხვევაში თუ გოგოლაძის სარჩელი დაკმაყოფილდება, მას მორალური ზიანი 3.000 ლარით აუნაზღაურონ: „ასევე, ვითხოვთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისთანავე გოგოლაძე თანამდებობაზე დააბრუნონ“.

მოსარჩელე მხარის შუამდგომლობას მოპასუხე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში თინათინ დიაკონაშვილი არ დაეთანხმა: „უნდა მოგვეცეს კანონიერი უფლება, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. ამიტომ მის შუამდგომლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისთანავე თანამდებობაზე დაბრუნდეს, არ ვეთანხმები.“

დღეს სასამართლოს საქმის მასალებზე დასართავად, მოსარჩელე მხარემ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში გამოქვეყნებული სტატიები გადასცა. მათ შორის საქმეს "სამხრეთის კარიბჭეში" გამოქვეყნებული სტატიაც დაერთო სათაურით, "დასჯა პარტიის ერთგულების გამო".

მომავალი სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის გელა პეტაშვილი შესაგებელს მოამზადებს და სასამართლო პროცესზე მოწმეებიც დაიკითხებიან.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა გოგოლაძის სასამართლოს ირაკლი ალასანია ესწრება
'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო
ახალციხის სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაასრულა [Video]
შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნეს
ახალციხის საკრებულოს წევრებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შალვა გოგოლაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს
შალვა გოგოლაძის საქმეზე  სასამართლოში სამი საჩივარი შევა