FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 'თავისუფალი დემოკრატები' კოალიციაში რჩებიან

მთავარიპოლიტიკა 07.11.2014
სამცხე–ჯავახეთის ადგილობრივ თვითმმართველობებში „თავისუფალი დემოკრატები“ ჯერ კოალიციაში რჩებიან. მათ ნაწილი ამბობს, რომ დატოვებს თუ არა კოალიციას, გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებს, ნაწილი კი სასამართლოს დასრულებას დაელოდება.

სამცხე–ჯავახეთში 'თავისუფალი დემოკრატები' კოალიციაში რჩებიან

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, როგორც თბილისში, ასევე რამდენიმე რეგიონში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა კოალიცია დატოვეს, თუმცა ჯერ–ჯერობით ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები კოალიციის დატოვებას არ აპირებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ბიძინა გოგოლაძის თქმით, დატოვებენ თუ არა საკრებულოს წევრები კოალიციას, რამდენიმე დღეში გაირკვევა: „ხვალ თბილისში ყრილობაზე მივდივართ, იქიდან რომ დავბრუნდებით, მერე გეტყვით რას ვაპირებთ, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამაზ ძაძამია ირაკლი ალასანიას თანამშრომლების საქმის დასრულებას ელოდება: „ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ აღმოჩნდა, რომ ირაკლი ალასანია კორუფციაშია გარეული, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დავტოვებთ თუ დავრჩებით კოალიციაში“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ალიკა ცინაძე გადაწყვეტილებას პარტიის წევრებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებს: „ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, კონსულტაციები უნდა გავიარო პარტიის წევრებთან. ორშაბათს მეცოდინება ზუსტი პასუხი“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი ამბობს, რომ ამ თემაზე არ უსაუბრიათ: „ჯერ–ჯერობით ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. მომავალ კვირას მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

ასევე კოალიციაში რჩებიან პარტიის წევრები ახალქალაქშიც. "სამი წევრი ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას", – გვიტხრა ფრაქციის ტავმჯდომარემ მარტინ გაბრიელიანმა.

რაც შეეხება ბორჯომს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატები“ არ არიან.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში უმრავლესობას „თავისუფალი დემოკრატები“ გამოაკლდნენ
‘თავისუფალი დემოკრატების’ წევრი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
პარტია 'თავისუფალი დემოკრატები' ადიგენშიც დატოვეს
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია