FM97.5 / LIVE

რატომ ვერ ერთვება სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიაში

მთავარისაზოგადოება 25.03.2015
რატომ არ ჩაერთო მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიაში სახალხო დამცველი. რაზე ვერ შეთანხმდნენ უჩა ნანუაშვილის უწყება და რელიგიის სახელმწიფო სააგენტო.

რატომ ვერ ერთვება სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიაში
მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია 23 მარტს მეხუთედ შეიკრიბა. შეხვედრა დახურული იყო და კომისიის წევრები „სამხრეთის კარიბჭესთან“ შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ.

„ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომ ყველაფერი გადაწყდეს მშვიდობიანად. მრევლს შევარიგებთ და ყველაფერი მოგვიანებით გასაჯაროვდება“, – ამბობს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

„ყველაზე მეტად გვინდა საზოგადოება შევარიგოთ და შევაყვაროთ ერთმანეთი. ამის შემდეგ შენობასაც მიეცემა სტატუსი რა თქმა უნდა. ალბათ კვლევები დაგვიმტკიცებს მომავალში ყველაფერს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, კომისია დასკვნას ორ თვეში გამოიტანს: „მუსლიმი მრევლის გულისტკივილი და გულისწყრომა არ არის ჩამცხრალი. ამასთან ერთად მართლმადიდებლების პროტესტსაც ვითვალისწინებთ. არ გვინდა გართულდეს ვითარება და მაქსიმალურად ვარიდებთ თავს. ჩვენ გვინდა სამართლიანობა აღდგეს“.

ამ სხდომაზე კომისიის მუშაობაში საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უნდა ჩართულიყო. მის ჩართვას კომისიის წევრად თავად კომისია ითხოვდა. ნანუაშვილის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ 2014 წლის 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო და ამის შესახებ ნანუაშვილს წერილობითაც ეცნობა. თუმცა, როგორც სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე აცხადებს, მან კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა.

სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი კომისიაში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შეძლებდა ჩართვას და ამას ითხოვდა კიდეც. კომისიას კი მისი წევრად ჩართვა სურდა.

„მოლაპარაკებები სახალხო დამცველის აპარატს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან ჰქონდა. ჩვენ დავუსაბუთეთ, რომ კონსტიტუციით და ორგანული კანონით განსაზღვრული სახალხო დამცევლის მანდატიდან გამომდინარე, კომისიის წევრის სტატუსი ვერ გვექნებოდა. ამიტომ გამოვთქვამდით მზადყოფნას, რომ ჩავრთულიყავით დამკვივრებლის სტატუსით და ეცნობებინათ შემდგომი სხდომის შესახებ. ეს იყო თებერვალში და ამის შემდეგ მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია“, –ამბობს ნათია კაციტაძე.

მისი თქმით, საუბარი არ ყოფილა იმაზე უჩა ნანუაშვილი მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას თუ არა: „პიროვნებებზე არ იყო საერთოდ საუბარი, რადგან სააგენტო ვერ მიხვდა ჩვენ რა სტატუსით გვინდოდა მონაწილეობა . სააგენტოს ჰქონდა თავისი არგუმენტები თუ რატომ უნდა ჩართულიყო აპარატი კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით, თუმცა ჩვენი აზრით ეს იყო უსაფუძვლო. ჩვენ იმაზეც ვერ შევთანხმდით, სახალხო დამცველი საერთოდ იქნებოდა თუ არა ამ კომისიაში“.

„სამხრეთის კარიბჭე“ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსგან კომენტარს ორი დღეა ელოდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლელა ფირანიშვილმა განგვიმარტა, რომ დაგეგმილი შეხვედრების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემა.

შეგახსენებთ, რომ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია გასული წლის 2 დეკემბერს შეიქმნა. კომისიაში თავიდან 11 წევრი იყო. 27 დეკემბერს კომისიამ ორი წევრის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.კომისიის მეორე ახალი წევრი, სამუფთო სამმართველოს წარმომადგენელი, ოთარ ნადირაძე მუსლიმი თემის ნდობით აღჭურვილი პირია.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
მუსლიმები მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიას არ ენდობიან
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში
ახალციხეში სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"