FM97.5 / LIVE

ახალციხის თემში უმცირესობა უმრავლესობას ბიუჯეტს უწუნებს

მთავარიეკონომიკა 26.12.2014
ტექნიკური შეცდომები და ტექსტში გაპარული შეცდომები; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა 2015 წლის ბიუჯეტსა და შესყიდვების გეგმას მხარი არ დაუჭირეს.

ახალციხის თემში უმცირესობა უმრავლესობას ბიუჯეტს უწუნებს

დღეს, 26 დეკემბერს, თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ წლის ბოლო, მე–13 სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს. თუმცა, ყველა საკითხი ერთხმად არ დაუმტკიცებიათ.

საკითხს – „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის N24 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მაკა სუდაძის განმარტებით, წარდგენილი დოკუმენტი მისთვის შეურაცხმყოფელი იყო: „გეგმა არ იყო კარგად მომზადებული. ტექნიკური შეცდომები იყო მიმატება–გამოკლებაში გაპარული და ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, შეურაცხმყოფელია, როდესაც მთავაზობენ ასეთი სახის დოკუმენტს დასამტკიცებლად. გარდა ამისა აზრობრივი შენიშვნებიც მქონდა, ბევრი მუხლი, რომელიც გამოტანილი იყო შესყიდვების გეგმაში, თვითონ ბიუროსთვის იყო გაურკვეველი“.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ხარჯები იყო გაზრდილი ტრანსპორტისთვის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად: “მეჩვენება, რომ ტრანსპორტის ხარჯებში იყო ძალიან დიდი თანხა ჩადებული. ასევე დიდია თანხა საკანცელარიოში, 30.500 ლარია საკრებულოსა და გამგეობის საკანცელარიო ნივთებისთვის, ვგულისხმობ მხოლოდ ქაღალდებისა და კალმების შესყიდვის ხარჯებს. მიმაჩნია, რომ მაშინ, როდესაც რაიონის ბიუჯეტი ისედაც მცირეა, ასეთი სახის ხარჯებში უნდა გავაკეთოთ ეკონომია“.

ახალციხის საკრებულოში განმარატვენ, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელსაც გამოასწორებენ და აქ საგანგაშო არაფერია.

„შესყიდვების თაობაზე 2015 წლის პროექტში ცვლილებები იყო შესატანი და ამ ცვლილებებთან ერთად ალბათ ტექნიკური ხარვეზი იყო, რაც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა შეჯამებაში. ეს გამოსწორებადია და საგანგაშო არაფერია“, – ამბობს საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ
‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის საკრებულოში თანამდებობრივი სარგოები ბიუჯეტის ანალიზის გარეშე დაამტკიცეს