FM97.5 / LIVE

2014 წელს სამცხე–ჯავახეთში 600 პროექტი განხორციელდა

მთავარიეკონომიკა 26.12.2014
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით, 2014 წელს, სამცხე–ჯავახეთში 600 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 22.412.292 ლარს შეადგენს.

2014 წელს სამცხე–ჯავახეთში 600 პროექტი განხორციელდა

დაფინანსების მიხედვით, პროექტები ასე ნაწილდება: 40 პროექტი, ღირებულებით 13.186.953 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან; 396 პროექტი, ღირებულებით 3.533.778 ლარი, „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში და164 პროექტი, ღირებულებით 5.691.561ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

პრიორიტეტების მიხედვით, პროექტები ასე ნაწილდება: 93 – გზების რეაბილიტაცია, 142 – სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია; 15 – გარე განათების სისტემების რეაბილიტაცია, 4 –საკანალიზაციო სისტემა და 35 – სარწყავი სისტემა.

გარდა ამისა, 27.5 კილომეტრზე დაიგო ასფალტი, მოიხრეშა 60 კილომეტრამდე გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლამდელი აღზრდის 22 დაწესებულებას, კულტურის სახლების 29 ობიექტს, 14 ხიდს, სარიტუალო სახლებსა და ადმინისტრაციული შენობების 89 ობიექტს, სპორტული სტადიონების, საყოფაცხოვრებო, სანიაღვრე-სადრენაჟო, ნაპირსამაგრი და სხვა დანიშნულების ობიექტების 157 ობიექტს.

როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, 2014 წელს დასრულდა 2013 წელს დაწყებული 13 გარდამავალი პროექტი, რომელთა ღირებულებამ 5 982 541 ლარი შეადგინა.

2014 წელს დაგეგმილი სამუშაოებიდან, დასრულებულია 98 პროცენტი.

ასევე, 2014 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აშენდა შსს სამმართველოს ორი სასაზღვრო სექტორი დამხმარე შენობა-ნაგებობებით: კარწახსა და სამებაში, ხოლო ასპინძაში დასრულდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა
ნინოწმინდას 2013 წელს დასასრულებელი ერთი პროექტი დარჩა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა