FM97.5 / LIVE

2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა

მთავარიეკონომიკა 20.01.2014
სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია, შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება - ეს ის სამუშაოებია, რომელიც 2014 წელს ახალქალაქში განხორციელდება.

2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა
სამუშაოების ჩატარებისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. პროექტების ჯამური ღირებულება პირველ ეტაპზე 1,978,360 ლარია.

აღნიშნული თანხის ფარგლებში განხორციელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის, კარტიკამისა და ხოსპიოს სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ კოთელიის სასმელი წყლის წყალსადენსაც.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალქალაქისთვის გამოყოფილი თანხით გათვალისწინებულია შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია.

გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის ქუჩაზე - ცენტრალური ტრასიდან დარბინიანის ქუჩამდე (950-მეტრიანი მონაკვეთი). რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ენგელსის ქუჩას - მალხასიანის ქუჩიდან უკმერსკაიას ქუჩამდე 860-მეტრიან მონაკვეთსაც.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იგეგმება კეთილმოწყობითი სამუშაოებიც, რომელიც, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
· აღმაშენებლის ქ. #2 ბინის ეზოს კეთილმოწყობა - 900 კვ.მ
· აღმაშენებლის ქ. #3 ბინის ეზოს კეთილმოწყობა - 1000 კვ.მ
· აღმაშენებლის ქ. #5 ბინის ეზოს კეთილმოწყობა - 1200 კვ.მ
· აღმაშენებლის ქ. #10 ბინის ეზოს კეთილმოწყობა - 1200 კვ.მ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თახის ფარგლებში გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის ქარხნის მუნიციპალიტეტის საავადმყოფომდე საქვეითო ბილიკის მოწყობა.

შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

2013 წელს აღნიშნული ფონდიდან ახალქალაქში 8 პროექტი და დაფინანსდა და რვავე პროექტი დასრულდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
ნინოწმინდაში 2014 წელს  პრიორიტეტი გზებს მიენიჭა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა
2018 წელს, ახალციხის თემში, 3 მლნ–მდე ლარით,  9 პროექტი განხორციელდება