FM97.5 / LIVE

რატომ ირჩევენ სომხეთის მოქალაქეები დასვენებისთვის აჭარას

მთავარისაზოგადოება 28.08.2012
საქართველოს შავიზღვისპირეთის სანაპიროზე სომხეთიდან დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს.

რატომ ირჩევენ სომხეთის მოქალაქეები დასვენებისთვის აჭარას

სომხეთის საზღვრიდან აჭარამდე მიმავალი გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე გადის, ზაფხულობით სომხური სახელმწიფო ნომრიანი მანქანებითაა სავსე – ეთნიკურად სომეხი ტურისტები დასასვენებლად შავი ზღვის კურორტებზე მიდიან. ეს გზა შედარებით მოკლედ მიიჩნევა.

შავი ზღვისპირეთში ეთნიკურად სომეხი დამსვენებლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ქალაქების ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე და საქართველოს კიდევ ერთი საკურორტო, თავისი მინერალური წყლით სახელგანთქმული ქალაქის ბორჯომის გავლით ჩადიან. შემდეგ ტურისტი ეცნობა შიდა ქართლის რეგიონს, ქალაქებს ხაშურსა და სურამს, სადაც ისინი გზისპირა პატარა თონეებთან ჩერდებიან და ახალგამომცხვარ ქართულ შოთის პურსა და ტკბილ, ქიშმიშიან ნაზუქებს ყიდულობენ. ქალაქ ზესტაფონიდან იმერეთის რეგიონი იწყება და საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქის ქუთაისისა და სამტრედიის გავლით დამსვენებლები ბოლოს და ბოლოს აჭარაში ჩადიან.

სომხური ვებ-პორტალი ჰაყნეწს.ამ წერს, რომ 2012 წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, სომხეთის მოქალაქეები საქართველოში ჩასულთა რიცხვით მესამე ადგილს იკავებენ თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ. ვებ-პორტალის ინფორმაციით, საქართველოში სტუმრად მყოფ ეთნიკურად სომეხთა რიცხვი 408 109 ადამიანს შეადგენს, რაც 22%-ით მეტია 2011 წლის იგივე მაჩვენებელზე.

სომხეთში აჭარამ პოპულარობა წლების განმავლობაში მოიპოვა რეკლამისა და აქ ნამყოფ დამსვენებელთა რეაქციების წყალობით ან ცხოვრებასა და კვებაზე არსებული დაბალი ფასების დამსახურებით. აჭარაში საცხოვრებელი ადგილის ფასები 6 ლარიდან იწყება. ამას გემრიელი ქართული სამზარეულოც დაემატა.

- “გასაოცარია ტემპი, რომლითაც საქართველო ევროპაში შევიდა და ასე განვითარდა. საოცარია ყველაფერი, ულამაზესი ბუნებიდან მომსახურებამდე. საქართველომ სწორად გამოიყენა დახმარება, რომელიც მას გაუწიეს. აღფრთოვანებული ვარ ბათუმით. აქ ვიყავი 2008 წელს, როცა ომი იყო. ამ დროის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა”, - ამბობს სომხეთის მოქალაქე შუშან ბაღდასარიანი.

სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე ნელლი ლაზარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ზღვაზე დასვენება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე რუსეთში ან თავად სომხეთში, სევანის ტბაზე.

- “თანხა, რომელსაც საქართველოში 7-10 დღის დასვენებაში დავხარჯავთ, სევანზე შეიძლება ერთ დღეში დაგვეხარჯოს. პლუს სევანზე წყალი უფრო ცივია და თანაც მტკნარი. იქ იოლად შეიძლება ჩაიძირო და არც მომსახურება ვარგა”, - ამბობს იგი.

აჭარაში სომხეთიდან ჩასული დამსვენებლები ძირითადად ურეკის, ქობულეთისა და თავად ბათუმის პლაჟებს ამჯობინებენ.

- “ურეკში დასვენება შეიძლება, რადგან იქ ქვიშის პლაჟია, რომელსაც სამკურნალოდ მიიჩნევენ. ქობულეთშიც შეიძლება დარჩენა, რადგან იქ ბევრი სომეხი ისვენებს და კაფეებშიც და ზღვაზეც თავს ისე გრძნობ, თითქოს სახლში ხარ. ბათუმი კი ძალიან ლამაზი ქალაქია და ზღვაში ბანაობისა და გარუჯვის გარდა იქ გართობაც შეიძლება. საღამოობით ამ ქალაქში ყოფნას არაფერი სჯობს”, - ამბობს ასპრამ ბაბაიანი.

ცოტა თუ მიდის კვარიათისა და სარფის პლაჟებზე, რომლებიც საქართველოს თურქეთთან საზღვრისკენაა.

- “ჩვენ აქ ძალიან ყურადღებით გვექცევიან, თუმცა, გამიგია, რომ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა ყოფილა. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან აქ ბევრი ეროვნების წარმომადგენელია თავმოყრილი”, - ამბობს ასპრამ ბაბაიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს სომხეთის ელჩი ესტუმრა
სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო
ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა
სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან
1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება
სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ