FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა

მთავარიპოლიტიკა 04.12.2014
დღეს, 4 დეკემბერს, სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორმა და ახალციხის მერმა სომხეთის ელჩს საქართველოში იური ვარდანიანსა და სომხეთის სასულიერო პირებს უმასპინძლეს.

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა

სომხეთის ელჩს იური ვარდანიანსა და სასულიერო პირებს ადგილობრივი სომეხი მოქალაქეები ქალაქის შემოსასვლელში დახვდნენ. ამის შემდეგ სტუმრები სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორს ესტუმრნენ.

შეხვედრა ადგილობრივი მედიისთვის დახურულ კარს მიღმა წარიმართა. შეხვედრის შემდეგ სომხეთის ელჩმა განაცხადა, რომ მხარის პირველ პირთან რამდენიმე საკითხი განიხილა: „როგორც ვიცი, რეგიონში 120 ათასამდე სომეხი მოქალაქე ცხოვრობს და ჩემი ვიზიტის ერთ – ერთი მთავარი მიზანი იყო გამეგო, როგორ გრძნობენ თავს ეს ადამიანები, როგორც ცხოვრობენ, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვთ“.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ელჩის ვიზიტი სისტემატურ ხასიათს მიიღებს:
„როგორც ელჩმა თქვა, იქნება ინტენსიური შეხვედრები. მე მზად ვარ კონსტრუქციული საუბრებისთვის, რაც რეგიონს და ზოგადად ქვეყანას წაადგება“.

სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვერის დასრულების შემედგ სომხეთის ელჩი ახალციხის გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიას ესტუმრა. აქ იგი მრევლსა და სომხურ სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა და ტაძრის ახალი წინამძღვარი ოფიციალურად წარადგინა.

„მადლობა ჩვენ ეპისკოპოს იმისთვის, რომ დამნიშნა ეკლესიის წინამძღვრად. მე მზად ვარ, რომ ჩემი ლოცვით დავეხმარო ჩვენს ხალხს“, – გვითხრა წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ღევონთ დიფაშიანმა.

მრევლი მოძღვარს პრობლემებზე ესაუბრა. ერთ–ერთი საკითხი ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იყო.

„მოგეხსენებათ, რომ რაბათის შემოსასვლელიდან ეკლესიამდე მოსასვლელი გზა არის ძალიან ამორტიზებული. როგორც ვიცი, სომხეთის ელჩმა და გუბერნატორმა უკვე იმსჯელეს ამ საკითხზე და უახლოეს პერიოდში გზას გააკეთებენ“, – ამბობს ღევონთ დიფაშიანი.
შეხვედრის დასასრულს სომხეთის ელჩმა მრევლს საეკლესოა წიგნები გადასცა.

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთს სომხეთის ელჩი ესტუმრა
სომხეთის ელჩი და მთავარი კომისარი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს
ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]
სამცხე–ჯავახეთს სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესტუმრება
დევიდ მორანი: ”ახალციხე და ნიუკასლი მეგობარი ქალაქები არიან”
ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ