FM97.5 / LIVE

სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

მთავარისიახლე, განათლება 26.06.2020
აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გასაგრძელებლად სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში დარეგისტრირდნენ, ჩაკეტილი საზღვრების გამო გამოცდებზე წასვლას ვერ ახერხებენ.

სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

ვლადიმერ სნხჩიანმა ახალციხის მესამე საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს და გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა კიდეც, მაგრამ შიშობს, რომ ჩაკეტილი საზღვრის გამო, წასვლას ვერ შეძლებს.

„სომხეთში ინფორმატიკის ფაკულტეტზე ვარ დარეგისტრირებული, ივლისიდან დაიწყება გამოცდები. რადგან საზღვრები ჩაკეტილია და ვერ მივდივარ, მივმართე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განათლების სამინისტროს. მითხრეს, რომ ვერ დამეხმარებიან, რადგან დისტანციურად გამოცდების ჩატარება ჯერ შესაძლებელი არ არის“, – ამბობს ვლადიმერი და ამატებს, რომ ენობრივი ბარიერის გამო, ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვერ შეძლებს, ამიტომ თუ საზღვარი არ გაიხსნა, ერთი წლის გაცდენა მოუწევს.

საზღვრების გახსნას ელოდება კიდევ ერთი ახალციხელი აბიტურიენტი სეირან ტნკოზიანიც. დასარეგისტრირებლად დრო 13 ივლისიდან 25 აგვისტომდე აქვს, გამოცდები კი სექტემბერში ეწყება: „იმედი მაქვს რომ სექტემბრამდე სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრები გაიხსნება და გამოცდების ჩასაბარებლად წასვლას შევძლებ“.

მსგავსი პრობლემაა ჯავახეთშიც, აბიტურიენტებმა წერილობით მიმართეს სომხეთის პრემიერ–მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, განათლების მინისტრს არაიკ ჰარუთუნიანს, შეფასებისა და ტესტირების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს რუბენ სადოიანს, სომხეთის ელჩს საქართველოში იური ვარდანიანს და დიასპორის საკითხებში კომისარ ზარეჰ სინანიანს.

საინფორმაციო სააგენტო Jnews.ge ინფორმაციით, აბიტურიენტები ითხოვენ, რომ საქართველოში დროებითი საგამოცდო ცენტრი შეიქმნას და საზღვრების გახსნამდე გამოცდების ჩაბარება აქ შეძლონ.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია
გამოცდების მეორე დღე
ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება
ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში
დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
მომავალ წელს ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს