FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთს სომხეთის ელჩი ესტუმრა

მთავარიპოლიტიკა 23.04.2013
სომხური გენოციდის დღეებთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთს სომხეთის ელჩი საქართველოში ოვანეს მანუკიანი ესტუმრა.

სამცხე-ჯავახეთს სომხეთის ელჩი ესტუმრა
24 აპრილს ”სომეხთა გენოციდიდან” 98 წელი სრულდება. ამ დღის აღნიშვნა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა სომხური ეროვნების მოქალაქეებმა დღეიდან დაიწყეს.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სომხური ახალგაზრდული კავშირი ”ხიდის” ორგანიზებით მეოცე საუკუნის პირველი გენოციდისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ფოტოგამოფენა სომხეთის ელჩმა საქართველოში ოვანეს მანუკიანმაც მოინახულა.

”სომეხ ერს სურს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ აღიაროს ეს ფაქტი, რადგან ეს მათი მორალური ვალია. გენოციდი ეს საშინელი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე და დანაშაული, რომელიც არ ძველდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დროა მას შემდეგ გასული. ამიტომ, სომეხი ერი ყოველ წელს მიიჩნევს ამ მიმართულებით საკუთარი ვალი მოიხადოს”, - ამბობს სომხეთის ელჩი საქართველოში.

მისივე თქმით, ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთი საშინელი დანაშაულის არ აღიარებამ შესაძლოა მის განმეორებამდე მიგვიყვანოს.

”ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური და იურიდიული კუთხით, რომ ეს ფაქტი აღიარებული იყოს. რადგან კაცობრიობა აღარ დადგეს პირისპირ ასეთი საშინელი ფაქტის წინაშე”, - ამბობს ოვანეს მანუკიანი.

1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი მოსახლეობის გენოციდი განხორციელდა. გენოციდის შედეგად ორ მილიონამდე სომეხი დაიღუპა. ამიტომ 24 აპრილი სომეხი ერისთვის გლოვის დღეა და 1915 წელს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ.

დღეს საღამოს, რვა საათზე ახალციხეში მცხოვრები ეროვნებით სომეხი მოქალაქეები გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან შეიკრიბებიან.
სამცხე-ჯავახეთს სომხეთის ელჩი ესტუმრა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სომეხთა გენოციდის დღე გაიხსენეს [Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი აღნიშნეს
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
სცენაზე გაცოცხლებული ისტორია – მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდი გაიხსენეს
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]
სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი ახალციხეში [Photo]