FM97.5 / LIVE

ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.12.2018
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სომეხი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ.

ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ
როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი განმარტავს პრობლემები იმ პირებს ექმნებათ, ვისაც საქართველოსთან ერთად სომხეთის მოქალაქეობა აქვს. მათ სომხეთის ხელისუფლება უფლებას არ აძლევს ქვეყნის საზღვრი გადაკვეთონ.

„ამ ახალგაზრდებმა სომეხთის რესპუბლიკის მიერ გაცემული ცნობები მიიღეს, რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხება. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. სომხეთის ხელისუფლება არ აძლევს ნებას ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც სამუშაოდ რუსეთში იყვნენ და ახლა სომხეთის გავლით საქართველოში ბრუნდებიან“, – ამბობს მოსოიანი.

მისი თქმით, ამ მოტივით სომხეთის მესაზღვრეებმა რამდენიმე ეთნიკური სომეხი, ორი დღის წინ დააკავეს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით კი ახალგაზრდებმა ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვებ პუნქტან გუშინ, 14 დეკემბერს აქცია გამართეს. დღეს, 15 დეკემბერს კი აქციის მონაწილეთა ხუთკაციანი დელეგაცია ერევანში, პოლიციის უფროსს ვალერი ოსიპიანსა და მის მოადგილეს შეხვდა.

"ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელთან. შეხვედრა საკმაოდ პოზიტიურ ატმოსფეროში ჩატარდა.სომხეთის ახალი ხელისუფლება არსებული პრობლემების მოგვარებას დაგვპირდა. ამ საკითხზე საბოლოო პასუხს ორშაბათს, 17 დეკემბერს გვეტყვიან“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს გააგრძელებენ, ასევე შეხვდებიან ნიკოლ ფაშინიანსაც.

„სომხეთის პოლიციას 300–მდე პირზე აქვს ძებნა გამოცხადებული. მათი ნაწილი ახლა რუსეთშია და საქართველოში დაბრუნება უნდათ. გვინდა ეს საკითხი მოგვარდეს და ჩვენ თავისუფლად შევძლოთ სიარული“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]
‘არა ომს’ – ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თამარ სანიკიძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოში მყოფი სომხეთის მოქალაქეებისთვის
შს მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს მასპინძლობს
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა