FM97.5 / LIVE

ტრენინგი ტყის მდგრადი მართვის შესახებ

მთავარისაზოგადოება 25.11.2014
დღეს, 25 ნოემბერს, სამცხე – ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების თანამშრომლებს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს „ტყის მდგრადი მართვის“ შესახებ ტრეინინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი ტყის მდგრადი მართვის შესახებ

„კავკასიური გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტს „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ შვიდ რეგიონში ახორციელებს, მათ შორის ერთ – ერთი სამცხე – ჯავახეთია.

„პროექტის ფარგლებში სატყეო სექტორის მონიტორინგს ვახორციელებთ, ანუ რამდენად ეფექტურად ხდება სატყეო სააგენტოების მიერ უფლებამოსილების განხორციელება რეგიონულ დონეზე“, – ამბობს პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ კოორდინატორი სამცხე – ჯავახეთის რეგიონში ნინო ლომიძე.

პროექტის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის გააქტიურება ადვოკატირების გზით.

„პროექტის მიზანია თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტიურ მოქალაქეებთან და სტუდენტებთან ერთად, ადგილობრივ დონეზე განვიხილოთ გარემოსდაცვითი პრობლემები, შემდგომში მოხდება ამ საკითხების ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან“, – ამბობს ნინო ლომიძე.

„სენის“ მიერ ორგანიზებული ტრეინინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობდა.

„ტყის ეფექტური მართვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩენი რეგიონისთვის. წინა პერიოდში, როცა არ ხდებოდა ადვოკატირება, გამოიწვია ცუდი შედეგები. დღეს უკვე ვდგავართ იმ რელობის წინაშე, რომ თოთოეული ჩვენთაგანის ვალია ვიზრუნოთ ტყის განვითარებისთვის“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე.

ტრეინინგი გარემოსდაცვით საკითხებში ექსპერტმა ნანა ზუბაშვილმა ჩაატარა.

„ის მცნება, რომ ადვოკატირება მხოლოდ არასამთავრობოებისა და მოქალაქეების ვალია, უნდა დაინგრეს, ყველა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ ტყის მართვაზე“, – ამბობს ნანა ზუბაშვილი.

ტრეინინგის მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში დამზადებული ბუკლეტები, „მოქალაქის გზამკვლევები“ გადაეცათ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმსჯელეს
თანამშრომლობა სატყეო სფეროში და სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმები
ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
CENN: „ ტყეების   95%  შეშის წარმოებაში მიდის“
პარლამენტმა ახალი 'ტყის კოდექსი' პირველი მოსმენით მიიღო
CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება
29 ნოემბერს ახალციხეში „ეკოჰაბი“ გაიხსნება