FM97.5 / LIVE

CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება

მთავარიეკონომიკა 23.09.2013
სამცხე-ჯავახეთის ტყეების მდგომარეობის დინამიკა უარყოფითია და წლების მიხედვით უარესდება. ტყეების ადგილს ბუჩქნარი და ბარდი იკავებს, ტყეებიდან ქრება ადრე გავრცელებული ცხოველები, სატყეო გზების მდგომარეობა გაუარესებულია, ფერდობები ჩამორეცხილი და დამეწყრილია , - ასეთია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კვლევის შედეგი.

CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება
აღნიშნული კვლევა, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, 2013 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. კვლევა 2012 წლამდე პერიოდს მოიცავდა. კვლევის მიზანი იყო ტყეების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესწავლა; სატყეო რესურსებზე მოთხოვნისა და საჭიროებების დადგენა და ტყეების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენის შესწავლა.

კვლევაში რეგიონის მცხოვრებლები მონაწილეობდნენ. სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში 434 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევა მიმდინარე წლის მარტი-აპრილი-მაისის თვეებში მიმდინარეობდა.

„ყველა სამიზნე რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ტყეების მდგომარეობის დინამიკა უარყოფითია და წლების მიხედვით უარესდება. ტყეების ადგილს ბუჩქნარი და ბარდი იკავებს, ტყეებიდან ქრება ადრე გავრცელებული ცხოველები, სატყეო გზების მდგომარეობა გაუარესებულია, ფერდობები ჩამორეცხილი და დამეწყრილია. მნიშვნელოვანია, რომ ტყეების განადგურების შედეგად სოფლებს სასმელი წყლის პრობლემები ექმენებათ, გაზრდილია ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების რისკი“, - ამბობს ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ხათუნა ხმალაძე და აქვე ამატებს, რომ ტყის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი არაერთია: „ეს არის კანონმდებლობის ხარვეზი, ასევე მართვის კუთხით არის პრობლემები, მნიშვნელოვანია მიდგომები საზოგადოების მხრიდან, საჭიროა მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება, რათა გავუფრთხილდეთ რესურსს და რაციონალურად ვისარგებლოთ“.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კვლევაში აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს. თითოეულ სოფელში კვლევის ჩატარება ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების დახმარებით მოხდა.

„რწმუნებულებს მივაწოდეთ ინფორმაცია, დაურიგდათ კითხვარი და სოფლებში აწარმოებდნენ გამოკითხვას. მოსახლეობის მხრიდან ინტერესი მაღალი იყო და გამოკითხვაში მონაწილოებას თავისი სურვილით იღებდა“,-ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იულია მაისურაძე.

სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული მოსახლეობის აზრს, ტყის დაცვის კუთხით, არ ეთანხმება სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე ლევან თედიაშვილი.

„მდგომარეობა ამ მხრივ გაუარესებულია.კანონმდებლობაში მიმდინარეობს ცვლილებების შეტანა. უფრო დაიხვეწება და მოქნილი გახდება. იქნება მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული. გაიოლდება ხე-ტყის მოპოვება და რათქმა უნდა გამკაცრდება კანონი ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაზე“, - ამბობს იგი.

კვლევა ჩატარდა აჭარის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამეგრელო -ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში. ჯამში კვლევა 1.933 სოფელში ჩატარდა, გამოიკითხა ამდენივე რესპოდენტი.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს, 23 სექტემბერს, ახალციხის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" შედგა. მას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელები დაესწრნენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმსჯელეს
CENN: „ ტყეების   95%  შეშის წარმოებაში მიდის“
ახალციხეში სატყეო სექტორში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს
სამცხე–ჯავახეთში ტყის ინვენტარიზაცია იწყება
გარემოსდაცვითი ჯგუფი საკურორტო ტყეების შესწავლას იწყებს
ტრენინგი ტყის მდგრადი მართვის შესახებ
თებერვალში, სამცხე–ჯავახეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება/ტრანსპორტირების 90 ფაქტი გამოავლინეს