FM97.5 / LIVE

თანამშრომლობა სატყეო სფეროში და სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმები

მთავარისაზოგადოება 08.02.2013
დღეს ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI) სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ტყის მართვის საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

თანამშრომლობა სატყეო სფეროში და სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმები
ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა - ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით, ეფექტური დიალოგის დაწყება და კოორდინაციის ხელშეწყობა ცენტრსა და რეგიონს,საზოგადოებასა და ხელისუფლებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ამ თემებზე იმსჯელეს დღეს ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECL)რეგიონალურმა საკოორდინაციო ჯგუფმა.

სამუშაო შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ სფეროში მომუშავე კერძო სექტორისა და საინფორმაცო საშუალებების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ.

შეხვედრა „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში OECL-ის ორგანიზებითა და ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

OECI–ის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, ხათუნა ხმალაძის განცხადებით, სატყეო სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა ყველა დაინტერესებული მხარის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს: „დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ამ თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებაა, რაც საზოგადოებას მდგრადი სატყეო პოლიტიკის ფორმულირებაში, მართვასა და ზედამხედველობაში
ეფექტური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა მოქალაქემ თავისი სიტყვა უნდა თქვას. ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) ფარგლებში შექმნილია ადგილობრივი, რეგიონალური საკოორდინაციო ჯგუფები მოსახლეობის, სპეციალისტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების,მედიისა და ბიზნეს სექტორის მონაწილეობით; ანალოგიური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ცენტრალურ დონეზე სამინისტროების, საერთაშორისო ექსპერტების, საპარლამენტო კომიტეტებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობით; ჩამოყალიბდა ექსპერტთა
მობილური სამუშაო ჯგუფი დარგის სპეციალისტების, სამეცნიერო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით; ჩვენ ვთანამშრომლობთ აღნიშულ სამუშაო ჯგუფებთან და ყველა დონეზე განვიხილავთ სატყეო სექტორში არსებულ პრობლემებს, მუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები".

სატყეო სექტორში არსებულ პრობლემეზე მსჯელობისას ძირითად პრობლემად ხე-ტყის უკანონო ჩეხვა დასახელდა.

- ’იმაზე ათჯერ მეტი ხე იჭრება, ვიდრე ოფიციალურადაა გაწერილი. მეორეს მხრივ, კი რა უნდა ქნას მოქალაქემ ზამთარში?! მითუმეტეს იმ სოფლის მცხოვრებლებმა, რომელთაც ბუნებრივი აირი ჯერ არ აქვთ’, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ბუცხრიკიძემ.

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსის დავით ზარიძის თქმით, რეგიონში დანაშაულის ერთი მესამედი სწორედ უკანონო ჩეხვაზე მოდის: ’ბოლო რამდენიმე თვეა მსგავსი საქმე აღარ შემოსულა. შესაძლოა, ეს ’გარემოს დაცვის საგამოძიებო სამსახურის’ გაუქმებამ გამოიწვია. ეს სამსახური აკონტროლებდა ხე-ტყის უკანონო ჩეხვას’.

ხათუნა ხმალაძე ამბობს რომ, ამ პრობლემების გამოსასწორებლად საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს, ახალ ხელისუფლების ხედვა პოზიტიურია, რაც გამოიხატება იმაში რომ მიმდინარეობს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების გაძლიერება; ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილება ეფექტიანიმექანიზმების შექმნა გარემოს მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის სრულად ინფორმირებისა და გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა;

CENN კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) -ს მხარდაჭერით
ანხორციელებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და ვითარდება ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა OOECI, სამოქალაქო ინიციატივა საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც. ინიციატივის მიზანია, საქართველოში ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა - ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით, ეფექტური დიალოგის დაწყება და კოორდინაციის ხელშეწყობა ცენტრსა და რეგიონს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის;

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმსჯელეს
ტრენინგი ტყის მდგრადი მართვის შესახებ
ახალციხეში სატყეო სექტორში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს
გარემოსდაცვითი ჯგუფი საკურორტო ტყეების შესწავლას იწყებს
CENN: „ ტყეების   95%  შეშის წარმოებაში მიდის“
CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება
დასუფთავების აქციას რეგიონული სამოქალაქო ინიციატივები შეუერთდნენ