FM97.5 / LIVE

ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ჭელის მეჩეთის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის საქართველოს მთავრობის მადლობელია და აცხადებს, რომ ჭელაში დაბრუნებული მინარეთი არ ნიშნავს, რომ მინარეთები სხვაგანაც დაიდგმება.

ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'
"მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ბატონ ბიძინას, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ადიგენის საკრებულოს იმისთვის, რომ ეს პრობლემატური საკითხი კანონის ჩარჩოებში მოექცა", - ამბობს სრულიად საქართველოს მუფთი, რომელიც 28 ნოემბერს, ღამით, ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ესწრებოდა.

მისივე თქმით, სოფელში არავითარი დაპირისპირება არ იქნება: "ჩვენ ყველა ვართ ამ ქვეყნის შვილები, ერთი სისხლი და ხორცი, პატივს ვცემთ ქრისტიან მრევლს, ერთად ვცხოვრობთ, გვიმეზობლია, ერთმანეთთან დაახლოების სურვილი ყოველთვის გვქონია. ქართველები იმიტომ ვართ ძლიერები, რომ ერთმანეთის ჭირს და ვარამს ვიზიარებთ. სოფელში ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება".

ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ მინარეთის ღამით დადგმა არ იყო პრევენცია, რკინის კონსტრუქციის აღმართვა დიდ დროს მოითხოვდა და სამუშაო დროში გაიწელა.

მისივე განცხადებით, მოსაზრება, რომ ჭელის შემდეგ მინარეთები სხვა მეჩეთებთანაც მალევე დაიდგმება, მცდარია: "კანონმდებლებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მოგვარდეს კანონით და ყველა მეჩეთი და სასწავლებელი დავარეგისტრიროთ. არ იგეგმება არავითარი მინარეთების დადგმა მანამდე, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს მრევლის ოფიციალური წერილით".

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ აღავლინეს საზეიმო ლოცვა მინარეთის დაბრუნების შემდეგ, ჯემალ პაქსაძე გვპასუხობს: "არ სჭირდება ამას საზეიმო ლოცვა, ჩვენი გამარჯვება იქნება ტაო-კლარჯეთს, აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რომ დავიბრუნებთ. საზეიმო ლოცვას მაშინ ჩვენ და უწმინდესი ერთად აღვავლენთ".

მეჩეთთან სამუშაოები დასრულდა, ტერიტორია დატოვეს ადგილობრივმა მუსლიმებმა. მეჩეთში მხოლოდ რამდენიმე მათგანი იმყოფება.მეჩეთთან სანთლებითა და ხატებით ხელში რჩებიან სასულიერო პირები. პერიმეტრს კვლავ იცავენ სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით, მას შემდეგ რაც ადიგენის საკრებულოსგან ნებართვა მიიღეს, ჭელაში მცხოვრებმა მუსლიმური თემის წარმომადგენლებმა, მოჭრილი და დასაწყობებული მინარეთის მეჩეთთან დაბრუნება დაიწყეს. წვიმის მიუხედავად, სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა. მინარეთის მონტაჟის დაწყებიდან მალევე მეჩეთთან გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ მინარეთის დადგმა შეცდომაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
მუსლიმური თემისა და პრემიერის ემოციური შეხვედრა
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ჭელაში ქრისტიანები შეიკრიბნენ [Photo]