FM97.5 / LIVE

'ახალციხის მელიორაციის' ყოფილ უფროსს ბრალი წაუყენეს

მთავარისამართალი 21.11.2014
ვინ და რატომ ახორციელებდა ზეწოლას „ახალციხის მელიორაციის“ ყოფილ უფროსზე, რა თანხით უხდებოდა მას სარწყავი სისტემის მოწესრიგება და რატომ იყო საეჭვო მისი საქმიანობა;

'ახალციხის მელიორაციის' ყოფილ უფროსს ბრალი წაუყენეს
"ახალციხის მელიორაციის" ყოფილ უფროსს ზურაბ ბაიდაურს ბრალი უკვე წაუყენეს. მას გამოძიება სსკ-ის 182 მუხლის პირველი და მესამე ნაწილში ედავება, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

ზურაბ ბაიდაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ, 20 ნოემბერს, დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, იგი უკანონო პატიმარია, რადგან მელიორაციის ყოფილი უფროსი სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავეს.

„ბაიდაურს უწყება გამომძიებელმა წინა დღეს, 19 ნოემბერს მიუტანა. მას თუ მიმალვა სურდა ამისთვის წინ მთელი ღამე ჰქონდა, მაგრამ პატიოსნად გამოცხადდა უწყებაში, გამოძიებასთან ითანამშრომლა და რაიმე დააშავა თუ არ დააშავა ყველაფერი თქვა. მიუხედავად ამისა, ის მაინც დააკავეს და სასამართლო განჩინების გარეშე“, - ამბობს ბარძიმაძე.

ბაიდაურს გამოძიება 33 070 ლარის მითვისებას ედავება. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობის მიერ გადახდილი სარწყავი წყლის საფასური მან ნაცვლად „ახალციხის მელიორაციის“ საბანკო ანგარიშისა თავად მიითვისა.

ირაკლი ბარძიმაძის თქმით, ბაიდაურზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან დიდი ზეწოლა ხორციელდება: „კონკრეტულად ვისი მხრიდან და რატომ ამაზე ჯერ საუბარი არ მინდა. მაგრამ იყო მკაცრი მოთხვონა, რომ სარწყავი სისტემები სწრაფად უნდა მოწესრიგებულიყო, იმიტომ რომ ხალხი უკმაყოფილო არ ყოფილიყო“.

ამიტომ, ადვოკატის განმარტებით, ბაიუდაური იძულებული გახდა კანონისთვის გადაეხვია და ვიდრე რწყვის სეზონი დასრულდებოდა ხალხში აკრეფილი თანხის ნაწილით მელიორაციის სისტემა მოეწესრიგებინა: „რამდენად არის დამნაშავე ბაიდაური გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია, შესაძლოა იყოს დამნაშავე ან არა“.

ზურაბ ბაიდაურს „ახალციხის მელიორაციის“ დირექტორის თანამდებობაზე უფლება-მოსილება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შეუწყდა.

„სამსახურში არ ცხადდებოდა, რამდენჯერმე წერილობით მივმართეთ ოჯახს, რომ სამსახურში გამოცხადებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი თურქეთში იმყოფებოდა. ამიტომ მონიციპალიტეტის გამგეობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთავისუფლებინა“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ ბაიდაურის საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის და ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყო.

მელიქიძის განცხადებით, მას ბაიდაურთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია: „მე რომ სამსახურში მოვედი ის აქ აღარ დამხვდა. მერე გაირკვა, რომ საქართველო ექვს ივნისს დაუტოვებია“.

გამოძიებამ დოკუმენტები მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სწორედ მას შემდეგ ამოიღო, რაც გამგებლად ზაზა მელიქიძე დაინიშნა: „ამ საქმესთან დაკავშირებით არავის დავუკითხივარ, თუმცა მივიღეთ სასამართლოს განჩინებით მოთხოვნა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით“.

ბაიდაურის საქმესთან დაკავშირებით, საქმის კურსში არც ყოფილი გამგებელი მალხაზ ჟუჟუნაძეა. იგი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ბაიდაური ჩვეულებრივ მუშაობდა, თუმცა, ამბობს, რომ მისი საქმიანობა საეჭვო იყო და ამიტომ ერთხელ თანხის ჩარიცხვაზე მას უარიც უთხრა.

„წერილობით მომმართა, რომ ბიუჯეტის თანხა ჩამერიცხა, მაგრამ იმის გამო, რომ მელიორაციის ანგარიშზე თანხა შემოტანილი არ ჰქონდა და მისი გაკეთებული არაფერი მინახავს, ეს გარემოება საეჭვოდ მომეჩვენა და ამიტომ თანხა არ ჩავურიცხე, - ამბობს ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ კონკრეტულად ის, თუ რისთვის სჭირდებოდა ბაიდაურს ეს თანხა არ ახსოვს - დაახლოებით ოთხი ათასი ლარი იყო და სავარაუდოდ ხელფასების გასაცემად ითხოვდა. მე რომ მისთვის თანხა ჩამერიცხა, მაშინ გამოდიოდა, რომ მას ბიუჯეტის თანხის მითვისებაში დავეხმარე“.

ბაიდაურის დაკავების შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან“ შეიტყო ახალციხის მუნიციპალტიეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა: „ჩემი მუშაობის პერიოდში გამოძიებას დოკუმენტები არ წაუღია. საქმის კურსში არ ვარ რის მითვისებას ედავებიან და რატომ. ბაიდაური სამსახურშიც ჩვეულებრივ დადიოდა და ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა“.

ადვოკატი აცხადებს, რომ მელიორაციის ყოფილი უფროსი ქვეყნიდან არც გაქცეულა და არც მიმალვა უცდია: „თანხა რომ მიეთვისებინა და გაქცეულიყო, უკან რატომ დაბრუნდებოდა?!“

რამდენიმე წუთში ზურაბ ბაიდაურის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურა სასამართლოში ბაიდაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ახალციხის მელიორაციის“ ყოფილი უფროსი ბრალს აღიარებს
„ახალციხის მელიორაციის“ ყოფილ უფროსს საპროცესო გაუფორმეს
‘მელიორაციის’ ყოფილი უფროსი გამგეობას თვენახევრის ხელფასს სთხოვს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ‘ახალციხის  მელიორაციის’ დირექტორი დააკავა
შპს 'ახალციხის მელიორაცია' ააიპ-ად გადაკეთდა
შპს „მელიორაციამ“ სტატუსი შეიცვალა
ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს