FM97.5 / LIVE

‘მელიორაციის’ ყოფილი უფროსი გამგეობას თვენახევრის ხელფასს სთხოვს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 23.03.2017
ააიპ „ახალციხის მელიორაციის“ ყოფილი უფროსი ზურაბ ბაიდაური, სამი წლის შემდეგ, ახალციხის გამგეობას თვენახევრის ხელფასის, 1400 ლარის ჩარიცხვას სთხოვს;

‘მელიორაციის’ ყოფილი უფროსი გამგეობას თვენახევრის ხელფასს სთხოვს

ზურაბ ბაიდაური ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ „ახალციხის მელიორაციის“ დირექტორად 2014 წლის 14 ივლისამდე მუშაობდა. მოგვიანებით კი იგი ამავე სამსახურის თანხის მითვისების გამო პასუხისგებაში მისცეს. მასთან საბოლოოდ საპროცესო გარიგება 33 ათას ლარზე გაფორმდა. თუმცა, ამ მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ ბაიდაური ამბობს, რომ ვიდრე მელიორაციის სამსახურს ხელმძღვანელობდა, გამგეობამ მისი თვენახევრის ხელფასი მიისაკუთრა და პრემიებში გაწერა.

მელიორაციის ყოფილ უფროსს ამის დასტურად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის ბრძანება (N63. 19/08.2014) მოჰყავს. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მელიქიძე მას 2014 წლის 14 ივლისს სამსახურიდან ითხოვს. მიზეზად ამავე ბრძანებაში გამგებელს ბაიდაურისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ასევე სამსახურის თვითნებურად მიტოვება მოჰყავს.

ბაიდაური ამბობს, რომ აღნიშნული ბრძანებით, გამგებელმა საფინანსო სამსახურს დაავალა, რომ მისთვის 2014 წლის 14 ივლისამდე, ანუ სამსახურიდან დათხოვამდე, ხელფასი მიეცათ.

„რა თანხა მივითვისე, ან ვიდრე პასუხისგებაში მიმცემდნენ, რის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან, ეგ სხვა საკითხია. ამ დოკუმენტში წერია, რომ ხელფასი უნდა მოეცათ, მაგრამ არ მომცეს“, – ამბობს ბაიდაური.

მას ამის დასტურად უფრო კონკრეტულად მისი გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანებაში ჩაწერილი მეორე პუნქტი მოჰყავს: „დაევალოს საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს მოახდინოს ზურაბ ბაიდაურის მიმართ შესაბამისი პერიოდის (2014 წლის 14 ივლისამდე) ანგარიშსწორება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე კი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ბაიდაურისთვის ხელფასის გაცემას არ გულისხმობს, პირიქით, მან ამ ჩანაწერით საფინანსო სამსახურს დაავალა, რომ მათ მელიორაციის სამსახურისთვის მიყენებული ზიანი განესაზღვრათ.

„აქ ხელფასზე არაა საუბარი. თან ის დირექტორი იყო, მას ჰქონდა უფლება–მოვალეობა, რომ საკუთარი და მისი თანამშრომლების ხელფასებიც თავად გაეცა“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

გამგებლის თქმით, ბაიდაური სამსახურში არ ცხადდებოდა, ამიტომ წერილობით მის ოჯახს არა ერთხელ მიმართეს, საბოლოოდ კი მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს: „მოგვიანებით კი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაირკვა, რომ მას მელიორაციის თანხა მითვისებული ჰქონდა. სატუმბი სადგურებიდან მიღებული თანხა შესაბამის ანგარიშზე არ ჩაურიცხავს, შესაბამისად, ხელფასი არც საკუთარი და არც სხვა თანამშრომლებისთვის გაუცია“.

შეკითხვაზე, მაშინ როცა თავად იყო უფროსი, თუნდაც ივნისის ხელფასი რატომ ვერ აიღო, ბაიდაური გვპასუხობს: „გამგეობას უნდა ჩაერიცხა და მერე მელიორაციას გადაეხადა და გამგეობას არ ჩაურიცხავს თანხა“.

თუმცა, როგორც იურისტები განმარტევენ ხელფასის გადარიცხვა ააიპ–ებისთვის გამგეობების პრეროგატივა არ არის.

„ააიპ–ის შეიძლება გამგეობა აძლევს ფულს, მაგრამ ის ურიცხავს თანხას იურიდიულ პირს და არა კონკრეტულ პიროვნებებს ხელფასისთვის“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე და ამატებს, რომ მიუხედავად ამისა, ბრძანების მეორე პუნქტი მისთვის გაუგებარია – „ჩანაწერი: საფინანსო სამსახურს დაევალოს ანგარიშსწორება, მე მაგალითად მესმის, რომ საფინანსო სამსახურმა უნდა გადაუხადოს ბაიდაურს რაღაცა. არადა ამ დროს, როგორც უკვე ვთქვით, ხელფასს გამგეობა არ იხდის“.

გამგეობა, რომ ააიპ „ახალციხის მელიორაციის“ ხელფასების გაცემის პროცესში არ ერევა, ამაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აღნიშნული სამსახურის დირექტორი ჯემალ გიორგაძეც საუბრობს: „ხელფასებს მე გავცემ ჩემსასაც და თანამშრომლებისასაც. თუ თვითონ იყო ივნისში დირექტორი იმ თვის ხელფასს სხვას რატომ სთხოვს?“ – კითხულობს გიორგაძე.

ბაიუდარი კი ირწმუნება, რომ მაშინ, როცა მან აღნიშნული ბრძანება გამგეობაში წარადგინა, მას უპასუხეს: „ეგ ძველი საფინანსო სამსახურის საქმეა და ჩვენ ვერ აგინაზღაურებთო. ველაპარაკე კიდეც თანამშრომლებს, რა გავაკეთო, ჩხუბს ხომარ დავიწყებ?!“

შეგახსნებთ, რომ ზურაბ ბაიდაური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2014 წლის 20 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ს 182 მუხლის პირველი და მესამე ნაწილით ედება, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. ბაიდაურის საქმეს სასამართლო ხუთი თვის განმავლობაში იხილავდა. განაჩენის გამოტანამდე კი საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.გადაწყვეტილების თანახმად მსჯავრდებულს ერთი წლის განმავლობაში 33 000 ლარის დაფარვა მოუხდება. ეს ის თანხაა, რის მითვისებასაც გამოძიება მას ედავებოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ახალციხის მელიორაციის“ ყოფილ უფროსს საპროცესო გაუფორმეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ‘ახალციხის  მელიორაციის’ დირექტორი დააკავა
'ახალციხის მელიორაციის' ყოფილ უფროსს ბრალი წაუყენეს
„ახალციხის მელიორაციის“ ყოფილი უფროსი ბრალს აღიარებს
შპს 'ახალციხის მელიორაცია' ააიპ-ად გადაკეთდა
შპს „მელიორაციამ“ სტატუსი შეიცვალა
ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა