FM97.5 / LIVE

შპს 'ახალციხის მელიორაცია' ააიპ-ად გადაკეთდა

მთავარიეკონომიკა 17.02.2014
შპს „ახალციხის მელიორაციამ“ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება მათ მეტი დაფინანსების შესაძლებლობას მისცემთ.

შპს 'ახალციხის მელიორაცია' ააიპ-ად გადაკეთდა
მელიორაციის სამსახურის უფროსი ზურაბ ბაიდაური

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება 14 თებერვალს გამართულ საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად საშუალება ექნებათ სარწყავი სისტემების მოწესრიგებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყონ.

„მელიორაცია არამომგებიანი თემაა, ის უნდა იყოს დოტაციაზე და დაეხმაროს, რომ სოფლად აღდგეს სარწყავი სისტემები. შპს-ს შემთხვევაში შემოსავლები იბეგრებოდა და განვითარებისთვის არ ყოფნიდა. გარდა ამისა, ვერ ვეხმარებოდით ადგილობრივი ბიუჯეტიდან. უნდა გამოგვეცხადებინა ტენდერი, ვინც გაიმარჯვებდა, წყალსაქაჩის აღდგენა იმას უნდა განეხორციელებინა. ეს ისეთი საქმიანობაა, რომ სისტემას რომ აღადგენ, მას ყოველთვის სჭირდება შემდგომი მოვლა-პატრონობა“, - განმარტა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა და დასძინა, რომ ააიპ-ად ჩამოყალიბების შემდგომ ადგილობრივ ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით გარკვეული თანხა გამოიყოფა.

თუმცა, რა თანხა იქნება გათვალისწინებული აღნიშნული სამსახურისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში , ჯერ ცნობილი არაა.

„ამ მიმართულებით შარშან 70 ათასი ლარი გავითვალისწინეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. სწორედ ამან გამოიწვია, რომ გადავაკეთეთ ააიპ-ად, მიიღებს ამ დაფინანსებას და მას ყველა წყალსაქაჩზე ეყოლება დარაჯი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყურადღებას მიაქცევს“, - აღნიშნა ოლეგ სანდროშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მელიორაციის სამსახურს 7 წყალსაქაჩის კონტროლი ევალება. მინაძეს, ჭაჭარაქის, წნისის, ვალეს, ნაოხრების, აბათხევისა და სხვილისის. „ახალციხის მელიორაციის“ სამსახური 2 წლის წინ ჩამოყალიბდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შპს „მელიორაციამ“ სტატუსი შეიცვალა
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები