FM97.5 / LIVE

მიწისძვრის იმიტაცია მეშვიდე სკოლაში

მთავარისაზოგადოება 18.11.2014
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიწისძვრის იმიტაცია მოაწყეს. ღონისძიებაში ახალციხის სამაშველო სამსახურიც ჩაერთო.

მიწისძვრის იმიტაცია მეშვიდე სკოლაში

მეშვიდე საჯარო სკოლაში 29 აღსაზრდელია. სკოლაში დღეს, 18 ნოემბერს მიწისძვრის იმიტაცია მოაწყეს. ბავშვებმა და პედაგოგებმა ყველა ის მოქმედება შეასრულეს, რაც მიწისძვრის დროს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსასვლელად სჭირდებათ.

„ჩვენი სკოლა ჩართულია კატასტროფის რისკის ინკლუზიურ პროგრამაში, რომელსაც აფინანსებს ევროკომისია. მეორე წელია ამ პროგრამაში ვართ. შარშან გავიარეთ პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი, წელს კატასტროფის რისკების დროს რა უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე დალი კრაველიძე.

მიწისძვრის იმიტაცია მეშვიდე სკოლაში

იმიტირებული მიწისძვრის დროს სკოლაში სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. მაშველებმა სკოლაში დარჩენილი ბავშვი შენობიდან გამოიყვანეს.

„ჩვენ დღეს ბავშვის გადარჩენის იმიტაცია განვახორციელეთ, რომელიც ოთახში იყო ჩაკეტილი და ვერ გამოდიოდა“, – ამბობს ახალციხის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცვლის უფროსი მამუკა ზუმბაძე.

ღონისძიება პროექტ „კატასტროფების მიმართ მდგრადი და დაუცველი საზოგადოების ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაში, ბავშვებზე ორიენტირებული, ინკლუზიური კატასტროფების რისკის შემცირების საშუალებით“ ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული პროექტი ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის მიერ ფინანსდება და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მეშვიდე საჯარო სკოლაში სამდღიანი ტრენინგი ტარდება, მიწისძვრის იმიტაცია ტრენინგების პრაქტიკული ნაწილი იყო.

ღონისძიებას ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბაშვების“ წარმომადგენლები და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ესწრებოდნენ.

მიწისძვრის იმიტაცია მეშვიდე სკოლაში

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კატასტროფების შემცირების კვირეული აღნიშნეს
შშმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მეშვიდე სკოლაში
‘დედაენის კვირეული’ მეშვიდე სკოლაში
კონკურსი ახალციხის სკოლებს შორის
ახალციხის თემების სასკოლო კლუბები კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე დაფიქრდნენ
საბავშვო ბაღების თანამშრომლებს სტიქიის დროს მოქცევას ასწავლიან
პატარები სტიქიური მოვლენების დროს