FM97.5 / LIVE

პატარები სტიქიური მოვლენების დროს

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.06.2013
სამცხე-ჯავახეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სტიქიური მოვლენების დროს მოქცევის წესების შესახებ ისწავლეს. მიღებული ცოდნა მათ დღეს სპექტაკლით, სიმღერებითა და ნახატებით გამოხატეს.

პატარები სტიქიური მოვლენების დროს
“ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამის” ფარგლებში, დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ღონისძიება გამართეს.

პროექტის ფარგლებში ტრენინგები ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში მოქცევის წესების შესახებ სამცხე-ჯავახეთის საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა გაიარეს. შემდგომ მათ მიღებული ცოდნა პატარებს გადასცეს.

’ჩვენ ჩავუტარეთ პედაგოგებს ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, მიწის ძვრის, ღვარცოფის, ქარიშხლის, ხანძრის და სხვა სტიქიური მოვლენების დროს’, - ამბობს პროექტის ტრენერი ირმა ქურდაძე.

ქურდაძის თქმით, ადიგენი არის, იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელმაც სასწავლო კურიკულუმში შეიტანა სავალდებულო საგნად კატასტროფული რისკების შემცირება: ’ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ბაღების გაერთიანების დირექტორს ნატო სინაურიძეს და სკოლამდელი აღზრდის მეთოდისტს ციალა კალანდიას’.

ადიგენის საბავშვო ბაღში, აღსაზრდელებმა საინფორმაციო სახის სპექტაკლი წარმოადგინეს და ასე ეცადნენ გადმოეცათ იმ წესების შესახებ, რომელთა დაცვაც სტიქიური მოვლენების დროს აუცილებელია. ბავშვებმა საკუთარი ნახატების გამოფენაც მოაწყვეს, აქ პატარებმა სტიქიური მოვლენები და ასეთ დროს გადარჩენის სხვადასხვა გზები ასახეს.

პატარები სტიქიური მოვლენების დროს

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამა საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში ხორციელდება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის დაფინანსებით ”ბიპეკოს” პროგრამის ფარგლებში, მას “Save the Children” ”ASB” ერთად ახორციელებს.

’პროგრამა საქართველოს ორ რეგიონში სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში ხორციელდება. დღეს ის შედეგი ვიხილეთ რისი მიღწევაც გვსურდა. აღსაზრდელებმა იციან თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხა ბუნებრივი კატასტროფის დროს’, - ამბობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის კოორდინატორი ნათია ფარულავა.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამა გასული წლის ივლისში დაიწყო. იგი ერთწლიანია და 2013 წლის ივლისში დამთავრდება.

პატარები სტიქიური მოვლენების დროს


[ნუკა სტეფნაძე,ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Save the Children-მა კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის შედეგები შეაჯამა
14 ოქტომბერი ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეა
საბავშვო ბაღების თანამშრომლებს სტიქიის დროს მოქცევას ასწავლიან
ახალციხის თემების სასკოლო კლუბები კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე დაფიქრდნენ
ახალციხეში კატასტროფების შემცირების კვირეული აღნიშნეს
უსაფრთხოების ათი გაკვეთილი – საგანმანათლებლო პროგრამა მეხუთეკლასელებისთვის
მიწისძვრის იმიტაცია მეშვიდე სკოლაში