FM97.5 / LIVE

კონკურსი ახალციხის სკოლებს შორის

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.09.2013
„მზად იყავი საფრთხესთან შესახვედრად“, - ამ სახელწოდებით ახალციხეში, კატასტროფის რისკების შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლებს შორის კონკურსი მოეწყო.

კონკურსი ახალციხის სკოლებს შორის
ინტელექტუალური შეჯიბრი, რომელშიც ახალციხის საჯარო სკოლების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, ახალციხის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება სამ რაუნდად ჩატარდა. კონკურსში ხუთი სკოლის გუნდი მონაწილეობდა, ჩართული იყო მეშვიდე საჯარო სკოლაც, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობენ.

გამარჯვებული ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი, ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის რეგიონის კოორდინატორი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰერა-21“-ის ხელმძღვანელი.

პირველი ადგილი პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მათ ერთი ქულით ჩამორჩა მეხუთე სკოლის გუნდი. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცა. სპეციალურად მათთვის მოეწყობა ექსკურსია ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

„საბოლოოდ, ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კონკურსში მონაწილოება მეშვიდე სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. მათ მიეწოდათ ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცნენ ბუნებრივი კატასტროფების დროს, ისინი ცოდნას მათივე სკოლის მოსწავლეებსაც გაუზიარებენ“,- ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

კონკურსი სკოლებისთვის „კატასტროფის რისკის შემცირება-დიპეკო“ პროექტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და DRR-ს ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სახის ღონისძიება გასულ წელსაც მოეწყო. მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს კი წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ ჩატარდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
ახალციხეში კატასტროფების შემცირების კვირეული აღნიშნეს
‘რა, სად, როდის’ – შეჯიბრი სკოლებს შორის
ახალციხის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
ინტელექტუალური შეჯიბრი მეცხრეკლასელებს შორის
ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
‘რა, სად, როდის’ –შეჯიბრი ახალციხის სკოლებს შორის