FM97.5 / LIVE

ახალციხის თემების სასკოლო კლუბები კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე დაფიქრდნენ

მთავარისაზოგადოება 15.10.2015
ახალციხის თემებში არსებული ბუნებრივი კატასტროფების კერებსა და მათი შემცირების გზებზე ახალგაზრდებმა თავიანთი ხედვები ადგილობრივ ხელისუფლებას გაუზიარეს.

ახალციხის თემების სასკოლო კლუბები კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე დაფიქრდნენ
შეხვედრა ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. სად რა ვითარებაა და როგორ შეიძლება მათი მოგავრება, ამის შესახებ ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებას სამოქალაქო პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში შექმნილი სასკოლო კლუბების წევრები ესაუბრნენ.

გამგეობის თანამშრომლების წინაშე 9 სასკოლო კლუბი წარსდგა.

„ჩვენ ჩვენს სოფელში არსებულ მეწყერის საშიშროებაზე ვისაუბრეთ, ჩვენი გამოსვლა მოეწონათ და იმედი გვაქვს, პრეზნტაციამაც დააფიქრათ“, - ამბობს ერთ-ერთი სამოქალაქო კლუბის ლიდერი ანა ზედგინიძე.

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგობის შენობში შედგა. პრეზენტაციას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრებისა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა „მომავლის თაობა“ ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინასებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამაში სამცხე-ჯავახეთის 42 საჯარო სკოლაა ჩართული.

[თეონა თაბუნიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ მუშაობა შეაჯამა
ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ სოფელ ვაჩიანში
14 ოქტომბერი ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეა
სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა