FM97.5 / LIVE

საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის

მთავარისაზოგადოება 09.11.2014
ახალციხის ჭიდაობის ფედერაციიის ინიციატივით ახალციხეში მცხოვრები 10 ახალგაზრდა ოთხი დღის განმავლობაში სასტუმრო "ფიესტაში" დაისვენებს და სპორტულ ღონისძიებებში ჩაერთვება.

საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის
საქველმოქმედო აქცია ახალციხის ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივითა და ქალაქ ახალციხის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში ახალგაზრდები ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ–გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

"ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვას. ეს საქველმოქმედო აქციაც სწორედ ამას ემსახურება,რომლის ფარგლებში ახალგაზრდები ოთხი დღე სასტუმროში უფასოდ დაისვენებენ. დაგეგმილია შეხვედრები წარმატებულ სპორტსმენებთან, კულტურული და ისტორიული ტურები, ამასთანავე ეს ბავშვები ივლიან სამკურნალო აბაზანებზე, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა", – ამბობს ახალციხის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა პარუნაშვილი და ამატებს, რომ სამკურნალო აბაზანებზე ვიზიტი უფასოა ყველა სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის.

აქციის ფარგლებში ახალგაზრდები უკვე შეხვდნენ ადგილობრივ მოჭიდავეს ბექა ბერძენიშვილს, რომელიც იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ადგილობრივი სპორტსმენის იაპონიაში გამგზავრებას ქალაქის მერია აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 200 ლარი გამოიყო.

"მე მინდა, რომ ეს ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების სტილს მიყვებოდნენ და ყველა სპორტში იყვნენ ჩართული. ვფიქრობ, რომ ახალციხეში სპორტის ამ სახეობას მომავალი ნამდვილად აქვს და მიხარია, რომ ჭიდაობის ფედერაცია ჩამოყალიბდა", – ამბობს ადგილობრივი მოჭიდავე ბექა ბერძენიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ფინალურ შეჯიბრებას ახალციხეში ჩაატარებს
ახალციხეში ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიხსნა
ახალციხელი სამბოისტი საუდის არაბეთში ჭიდაობის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
ბორჯომში ქართული ჭიდაობის ჩემპიონატი გაიმართება
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო
ახალციხის მერიამ სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვები ცირკში დაპატიჟა