FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 30.06.2015
დღეს, 30 ივნისს, დილიდან, ახალციხეში სახელობით დღესასწაულს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები და გამოფენები იმართება.

ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

11:30 საათიდან ახალციხის ციხეზე დაიწყო შეჯიბრი ჭიდაობაში. საქართველოს პირველობისთვის სპორტსმენები ერთმანეთს 50, 60, 70, 80 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეეჯიბრნენ.

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა პარუნაშვილის თქმით, შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ჭიდაობის პარალელურად, 12:00 საათიდან, ციხეზე დაიწყო შეჯიბრი ნარდში, რომელიც 3 ეტაპად გაიმართა. შეჯიბრს სასპორტო სკოლის დირექტორი გრიგოლ ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. ნარდის ჩემპიონატში 16 მონაწილე ჩაერთო.

ასევე 16 მონაწილე იყო ჭადრაკის ტურნირში, რომელიც 13:00 საათზე დაიწყო.

„ჭადრაკის შეჯიბრი ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით, საიდანაც, საბოლოოდ, 3 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები ფულადი და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის ჭადრაკის ფერაციის ხელმძღვანელი შაქრო დიდიმამიშვილი.

15:00 საათიდან სპორტულ ღონისძიებებს მკლავჭიდის შეჯიბრება დაემატა. ამ ტურნირშიც 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები საღამოს, 19:00 საათზე დაჯილდოვდებიან.

გარდა სპორტული ღონისძიებებისა, ციხეზე მოეწყო ქართული რეწვის ნიმუშებისა და ქართული სამზარეულოს გამოფენა – გაყიდვა.
თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს ციხეზე ადგილობრივმა ახალგაზრდა გამომგონებლებმა: კარლო ხუციშვილმა, ირაკლი კაპანაძემ და შაკო გიორგაძემ.

ციხეზე დილიდან იმყოფებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

„სულ 3 ქალაქს ჰყავს თავის სახელობის წმინდანი: მცხეთას–ევსტათე მცხეთელი, თბილისს– აბო თბილელი, ახალციხეს კი შალვა ახალციხელი. ეს დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს დღესასწაული არის სახალხო და მთელი ქალაქი ზეიმობს მას“, – განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

ახალციხელობის აღნიშვნა ქალაქში 09:00 საათიდან დაიწყო. დღესასწაული 20:00 საათზე, გალა–კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.
ღონისძიებისთვის მერიამ 24.000 ლარი გამოყო.

[ელისაბედ მოდებაძე, ნანა მიქელაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს [ფოტო]
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს [ფოტო]
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
რა ღონისძიებები მიმდინარეობს  ახალციხის ციხეზე [ფოტო]
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს  [ფოტო]
ახალციხეში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ფინალურ შეჯიბრებას ახალციხეში ჩაატარებს