FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო

მთავარისაზოგადოება 25.12.2013
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის ორგანიზებით ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო
საქველმოქმედო აქციის მოწყობის იდეა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრს ეკუთვნის. სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებებს მიაკითხეს და აღნიშნულ აქციაში ჩართვა სთხოვეს. გარდა ამისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ტანსაცმელი, პროდუქტი და ფულადი დახმარება მოქალაქეებმაც გაიღეს. ასევე აქციაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ადგილობრივი სამსახური.

„მე და ჩემმა კოლეგებმა რაიონში არსებული თითქმის ყველა ორგანიზაცია მოვიარეთ და ხელმძღვანელობას ვაცნობეთ, რომ აღნიშნული აქციის ჩატარებას ვაპირებდით და მათაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, 39-ვე სკოლის დირექტორს დავურეკეთ. ასევე, სოციალური ქსელითაც გავავრცელეთ ინფორმაცია და ვისაც სურვილი ჰქონდა ამ ღონისძიებაში ყველა ჩაერთო, ყველამ რაღაც გარკვეული შემოწირულობა გაიღო, ზოგი თანხით დაეხმარა, ზოგმა ტანსაცმელი, პროდუქტი და სათამაშოები მოგვიტანა“, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი დათო მურჯიკნელი.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში
ადიგენიდან „ნაციონალებმა“ თბილისში დახმარება გააგზავნეს
შსს–ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს
'გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე'
საქველმოქმედო ღონისძიება
სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს
შსს-მ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო