FM97.5 / LIVE

მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2016
დღეს, 14 ოქტომბერს, მეუფე თეოდორეს რეზიდენციაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას სოფელ მოხეში მცხოვრები მართლმადიდებლებიც იმყოფებონდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ მოხეში მომხდარი მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებულია.

მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს რეზიდენციას დღეს მოხის მართლამადიდებელი მოსახლეობა სტუმრობდა. მათი თანდასწრებით გამართა ბრიფინგი მეუფე თეოდორემ.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებმა ჟურნალისტებთან მოხეში, მუსლიმების სადავო შენობაში ლოცვა შეაფასეს.

„უკვე მეოთხე დღეა, მუსლიმი მრევლი ამ შენობაში შედის და ლოცვას აღავლენს. მათ აქვთ სხვა მეჩეთი სოფელში და იქ ლოცვას არავინ უშლის. ჩვენ მეუფისა და მამა ნიკოლოზის მოწოდებით პროვოკაციაზე არ წავსულვართ და არც ვაპირებთ“, - ამბობს მოხის მკვიდრი ბესიკ ჩაგელიშვილი.

იგი მუსლიმ მოსახლეობას სადავო შენობაში ლოცვის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს, იქამდე, ვიდრე მისი წარმომავლობა არ დადგინდება
სოფელ მოხის მართლმადიდებელი მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები მმართულია და ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ.

‘შეიძლება ეს იყოს არჩევნებთან დაკავშირებული, მოხეში „ნაციონალები შეინიშნებიან“, -ამბობს ლევან რეხვიაშვილი.

ამ პროცესებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას კატეგოროიულად უარყოფს ახალციხე-ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი.

მისი თქმით, რელიგიურ თემებზე პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება და ყველა მხარეს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს: „შექმნილია სპეციალური კომისია და ამ შენობის წარმომავლობას სწავლობს, ამიტომ გადაწყევტილების მიღებამდე, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს სიტუაციის დაძაბვისაგან“.

შეგახსენებთ, რომ მუსლიმმა მოსახლეობამ მოხის სადავო შენობაში ლოცვა 4 დღის წინ დაიწყო, დღეს კი სამართლადამცველებმა შენობის კარი აჭედეს. დღესვე საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, რომელმაც ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობა და დაპირისპირება ადიგენში.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმების ლოცვას მეუფე თეოდორე ეხმაურება
ჯამბულ აბულაძე მეუფე თეოდორეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
ლოცვა მოხეს სადავო შენობაში [Photo]
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
ადამ შანთაძე: მრევლს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ
სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა