FM97.5 / LIVE

შეხვედრა მოსახლეობასთან

მთავარისაზოგადოება 19.07.2012
იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე- ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენლებმა, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

შეხვედრა მოსახლეობასთან

შეხვედრის პირველი ნაწილი აღნიშნული სამსახურის სერვისების გაცნობას დაეთმო, ამის შემდეგ კი მოსახლეობის კითხვებსა და მათი პრობლემების მოსმენას.

”სამსახურის ისტორიისთვის ორი-სამი წელი საკმარისი არ არის. ამიტომ ხშირად ვმართავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ვაცნობთ ჩვენ შესახებ. შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს პრობლემა, მაგრამ იმის გამო, რომ არ იცის ამ ბიუროს არსებობის შესახებ, ვერ მოაგვაროს”, - უთხრა შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული დახმრების სამსახურის სამცხე- ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ.

აღნიშნული ბიურო ადამიანებს, იურიდიული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. სოციალურად დაუცველებისთვის აქ ნებისმიერი სახის იურიდიული დახმარება უფასოა, ეს იქნება სამოქალაქო დავები, იურიდიული კონსულტაციები, ასევე სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.

ზარიძის თქმით, ყველაზე ხშირად მოსახლეობა ახალციხეში არსებულ იურიდიული დახმარების სამსახურს საოჯახო და სამემკვიდრეო დავების შემთხვევაში აკითხავს.

შეხვედრაზე კი ყველაზე მეტი კითხვა, სოციალურად დაუცველების შემთხვევაში შეუსაბამო ქულების დაწერის შესახებ დაისვა. ქალბატონი რომელსაც, სახლში ძველი ავეჯი უდგას და ნახევრად დანგრეული საწოლები აგურებზე უდევს, სოციალურმა მუშაკმა დაუწერა, რომ აქვს ძველი ავეჯი, მაგრამ კარგად შენახული.
ზარიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებს განცხადების დაწერაში იურიდიული დამხარების ბიურო დაეხმარება.

შეხვედრა მოსახლეობასთან



სტატია დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI), და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და შესაძლებელია, შეხედულებები არ ემთხვეოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს. სტატია მომზადებულია პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ.



[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა მოსახლეობასთან

იურიდიული დახმარების ბიურო დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად
რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება
იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა
სოციალურად დაუცველებს სასამართლოში სამოქალაქო დავისას სახელმწიფო ადვოკატი დაიცავს
იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს