FM97.5 / LIVE

რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება

მთავარისაზოგადოება, სამართალი 06.07.2012
რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა და როგორ უნდა ითანამშრომლონ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - ამ საკითხებზე დღეს ახალციხეში იმსჯელეს

რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება

შეხვედრა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროში შედგა.

დისკუსიას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით უფასო იურიდიულ კონსულტაციებზე მუშაობენ.

მონაწილეებმა ისაუბრეს, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარებების გაწევა და რა სახის კონსულტაციებს უწევენ ადამიანებს ამ კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ უნდა ითანამშრომლონ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაცილებით ეფექტური შედეგის მისაღებად.

”თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო იურიდიული დახმარების სისტემისა და არასამთავრობო სექტორში არსებული იურიდიული საქმინობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის გამოცდილებების გაცვლას”, - განმარტავს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე და ამატებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი, რომელიმე ორგანიზაციას არ აქვს თავის მანდატში კონკრეტული მომსახურება, რომელსაც კონკრეტული ადამიანი საჭიროებს, ერთმანეთს შორის გადამისამართება უნდა მოხდეს, - რადგან საბოლოო ჯამში არცერთი სოციალურად დაუცველი ადამიანი არ დარჩეს უფასო იურიდიული დახმარების გარეშე”.

იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 25 ათასამდე ადამიანს უწევს უფასო კონსულტაციას.

ირაკლი კობიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს ცალკეულ რეგიონებში უკვე ჩატარდა და სამომავლოდ დასავლეთ საქართველოშიც იგეგმება.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ქმნის.

სტატია დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI), და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და შესაძლებელია, შეხედულებები არ ემთხვეოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს. სტატია მომზადებულია პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა მოსახლეობასთან

იურიდიული დახმარების ბიურო დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად
შეხვედრა მოსახლეობასთან
იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ
იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს