FM97.5 / LIVE

პრემიერი მუსლიმებს მოხის მეჩეთის საკითხის შესწავლას დაპირდა

მთავარი 18.10.2014
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში შეკრებილ მუსლიმებს დაჰპირდა რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე მეჩეთის სადაო შენობის საკითხს ერთ კვირაში შეისწავლის.

პრემიერი მუსლიმებს მოხის მეჩეთის საკითხის შესწავლას დაპირდა
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე

ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოს მუფთს, ჯემალ პაქსაძესა და მუსლიმებს 16 ოქტომბერს, ბათუმში შეხვდა. სამცხე–ჯავახეთიდან შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ესწრებოდნენ.

მათი განცხადებით, პრემიერთან შეხვედრაზე ზოგადად მუსლიმების პრობლემებზე ისაუბრეს. კერძოდ, ქობულეთში მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირების და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყების საკითხზე. ასევე განიხილეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე მეჩეთის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემის საკითხი.

სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენლებმა პრემიერს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის სახელით განცხადებაც გადასცეს. განცხადებას 500 მოქალაქე აწერს ხელს.

განცხადებაში საუბარია, რომ მოხეში მუსლიმები 1975–80 წლებიდან ცხოვრობენ და ამჯამად სოფლის მოსახლეობის 70–75 პროცენტს შეადგენენ. სოფლის ცენტრში მდებარე მუსლიმურ სალოცავს კომუნისტების პერიოდში ჯერ საწყობად, შემდეგ კი კლუბად იყენებდნენ. მას შემდეგ, რაც ქართველები დაუბრუნდნენ სარწმუნოებას და თვითგამორკვევა დაიწყეს, ამ შენობაში აღარავინ შედიოდა. ბოლო 10 წელი შენობა უფუნქციოდ დარჩა და ჩამოიშალა. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროპის გზას დაადგა და მიიღო ანტიდისკრიმინაციუი კანონი, მუსლიმებმა ამ შენობის გადაცემა მოითხოვეს და ამისთვის ადიგენის გამგეობას წერილობით მიმართეს. თუმცა, პასუხი შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ადგილობრივმა გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება შენობას დაუბრუნდეს კლუბის ფუნქცია და გადაკეთდეს მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ცენტრად.

„ბატონო ირაკლი, ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია პირველ რიგში ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი თემისთვის, ასევე, საქართველოში და მთელს მსოფლიოში მცხოვრები ყველა მუსლიმისთვის. განსაკუთრებით გაუაზრებელი და ზედაპირულია ადიგენის გამგეობის მიერ მიღებული ვითომდა ჰუმანური გადაწყვეტილება, რომ ეს ცენტრი ხელს შეუწყობს მოსწავლე ახალგაზრდობის ადგილზე დამაგრებას და მათი ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ეს არის აბსურდული, რადგან რაც არ უნდა კეთილმოეწყოს და აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, იქ არცერთი ახალგაზრდა ფეხს არ შეადგამს, რამეთუ ის რელიგიული სიწმინდეა და ვიმეოდვნებთ, ასევე მოიქცევა არამუსლიმი მოსახლეობაც. მაშინ საინტერესოა, რა ფუნქციის მატარებელი იქნება ეს შენობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქმედება გამოიწვევს მომავალში რელიგიურ დაპირისპირებას და არასასურველ კონფლიქტებს, რაც საერთო ჯამში დააზარალებს ჩვენს ქვეყანას“,– ვკითხულობთ განცხადებაში.

ადიგენის მუსლიმი თემი პრემიერს ამ განცხადებით შენობის გადაცემას სთხოვს. განცხადებას თან ერთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი და მუსლიმი თემის ხელმოწერა.

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ პრემიერს მოხის მეჩეთის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა: „პრემიერი დაგვპირდა, რომ საკითხს შეისწავლის და ერთ კვირაში პასუხს გაგვაცნობს“.

შეგახსენებთ, მოხის მეჩეთის გამო დღეს მოხეში მცხოვრები ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. და, ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. დღეს მოხეში ადგილობრივი ხელისუფლების წევრებსაც ელოდენენ, თუმცა არავინ მივიდა.

პრემიერი მუსლიმებს მოხის მეჩეთის საკითხის შესწავლას დაპირდა
სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლება მოხეში შეკრებილებთან არ მივიდა
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
მუსლიმები დღეს პრემიერს შეხვდებიან
რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე